Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი გარდაიცვალა


ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნიკო ლეკიშვილი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2025 წლის 3 იანვრის დილას 77 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი ნიკო ლეკიშვილი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მისი ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

ნიკო ლეკიშვილი, - ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ ყოფილი წევრი, - 1993-95 წლებში იყო თბილისის მერი.

ის ასევე იყო სამი მოწვევის პარლამენტის წევრი:

  • 1992-95 წლების მოწვევის პარლამენტში იყო დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი;
  • 1999-2004 წლებში იგი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო.
  • 2004-08 წლებში კი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა, - ის მაშინ უკვე ფრაქცია „დამოუკიდებელ მაჟორიტარებს“ წარმოადგენდა.

ნიკო ლეკიშვილს 1991 წლის 9 აპრილს ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

2021 წელს რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა ნიკო ლეკიშვილთან პროექტის ფარგლებში, რომელიც სწორედ 9 აპრილს ეხებოდა - როგორ შემოინახა ის დღე და ღამე აქტზე ხელმომწერთა მეხსიერებამ.

ნიკო ლეკიშვილი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ
please wait

No media source currently available

0:00 0:14:50 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG