მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
რამდენიმე დემონსტრანტმა პარლამენტთან აღმართული თუნუქის ჯებირი ნაწილობრივ გაჭრა - პოლიცია დგას არა უშუალოდ ჯებირის, არამედ რამდენიმე მეტრით დაშორებული ჭიშკრის უკანა მხარეს.
პარალელურად, შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ „პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“.
მანამდე რამდენიმე წუთით ადრე, ე.წ. აგენტების კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ფორუმი