Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჟვანია ცესკოს მეორე ვადით არჩეული პირველი თავმჯდომარეა


თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის განმავლობაში კვლავ თამარ ჟვანია რჩება. მის კანდიდატურას ცესკომ კენჭი 24 დეკემბერს უყარა. ჟვანიამ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა - 12-დან 8 - მიიღო. კენჭისყრაში კომისიის 9 წევრი მონაწილეობდა.

თამარი 5 წელი ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში, მისი რეკომენდაციით არის დანიშნული...
ვლადიმერ ბოჟაძე

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი იყო კიდევ 2 კანდიდატი: „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მარიამ შელეგია, პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ექსპერტი.

მარიამ შელეგიას განცხადებით, ალოგიკურია, რომ ცესკოს ხელმძღვანელს ცესკოს ის 12 წევრი ირჩევს, რომლის თავმჯდომარეც ისევ თამარ ჟვანია იყო.

იგივე განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემაც:

„თამარი 5 წელი ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და ბევრი ადამიანი, მათ შორის კომისიაში, მისი რეკომენდაციით არის დანიშნული“.

კენჭისყრამდე პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ.

ჩვენ, ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ცესკო პროფესიული წევრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან...
ნინო რიჟამაძე

მისი თქმით, შედეგები ისედაც წინასწარ იყო ცნობილი. იმავე მიზეზით კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევის ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც თავად თამარ ჟვანიას.

კანდიდატები ამბობენ, რომ უკეთესი იქნებოდა ცესკოს ხელმძღვანელი პარლამენტს აერჩია, თუმცა, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტის, ნინო რიჟამაძის, თქმით, სურათი არც ამ შემთხვევაში შეიცვლებოდა, რადგან ცესკოშიც და პარლამენტშიც უმრავლესობა ერთი და იმავე პარტიის ხელშია:

„ჩვენ, ზოგადად, ვფიქრობთ, რომ ცესკო პროფესიული წევრებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან“.

ირმა პავლიაშვილი
ირმა პავლიაშვილი

რადიო თავისუფლებასთან საუბარში თამარ ჟვანიას მოღვაწეობა შეაფასა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა. მისი თქმით, ჟვანიას ხელმძღვანელობის პერიოდში იყო წარმატებები გამჭვირვალობისა და ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესების კუთხით, მაგრამ იყო ასევე ნეპოტიზმის მაგალითებიც საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG