ნარგილე (თინა) მეჰთიევა ერთადერთი ქალია, ვინც საქართველოში ტრადიციულ საკრავზე, საზზე უკრავს.
საზი პატარაობიდანვე შეიყვარა, თუმცა ბევრმა ურჩია, ამ პროფესიაზე ხელი აეღო. აშუღი მუდმივად გზაზეა, სოფლიდან სოფელში დადის, კონცერტიდან კონცერტზე, სად უთენდება იქ უღამდება, ქალისთვის ძნელიაო.
ნარგილემ საზი მაინც ისწავლა და ახლა უკვე სხვებს ასწავლის.