ფეისბუქში გავრცელებული ფოტოების პასუხად, რომელიც სოფელ მზიანეთში, გაშლილ მინდორზე ახლადგაკეტებულ მოედანს ასახავს, სადაც 5 სკამი და ორი სავარჯიშო მოწყობილობაა დამონტაჟებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ღია სივრცეში სპორტული ტრენაჟორები მოსახლეობის თხოვნით დაიდგა.
ამ სივრცის მოსაწყობად თანხები სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოიყო და მომსახურება ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინა. მუნიციპალიტეტში იმასაც ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში სოფლის სახელი არასწორად გავრცელდა - ეს ადგილი მზიანეთია და არა ჯანდარა.
სახელმწიფო შესყოდვების ხელშეკრულების დოკუმენტის მიხედვით მოედნის მოწყობა 11 216 ლარი დაჯდა, ხელშეკრულება კი მუნიციპალიტეტსა და კონტრაქტორ კომპანია, შპს “ელიტ დესინ”-ს შორის 2019 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა.