დიდი ლიახვის სოფელ ქემერტიდან გალინა ქელეხსაევა ომის დაწყებისას გამოვიდა, სახლში კი ლოგინად ჩავარდნილი დედა დარჩა. ომის დამთავრების შემდეგ გალინამ სოფელში დაბრუნება მოახერხა და საკუთარი თვალით ნახა გადამწვარი ქართული სოფლები. ქემერტში სახლი დამწვარი დაუხვდა. ტალახში იპოვა საკუთარი დიპლომი, რამდენიმე ფოტო, ერთი ჩანგალი და ერთი ჭიქა და სამახსოვროდ წამოიღო. დედა ვერსად ნახა. წითელ ჯვარში განაცხადა. მოგვიანებით მისმა ძმამ დედა იპოვა და ვლადიკავკაზში წაიყვანა. კიდევ ექვს წელი იცოცხლა დედამ, მაგრამ გალინას ის ომის შემდეგ აღარ უნახავს. კიდევ ერთი ტკივილი მან შარშან გადაიტანა, როცა შვილი, მაია ოთინაშვილი, მავთულხლართებთან მოსტაცეს და ცხინვალის იზოლატორში 11 დღით დააპატიმრეს. გალინა ახლა შავშვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მონაწილეობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებში და გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება.
გალინა ქელეხსაევა - შავშვების დევნილთა დასახლება
ეპიზოდები
-
დეკემბერი 30, 2024
შვილი: გურამ როგავა
-
დეკემბერი 29, 2024
როგორ დაესწრო მედია ყაველაშვილის ინაუგურაციას
-
დეკემბერი 28, 2024
"ერთობის ჯაჭვი" - დრონის კადრები
-
დეკემბერი 28, 2024
ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს ქალაქებში
-
დეკემბერი 28, 2024
რას ეუბნებოდა პრეზიდენტი "ოცნებას"