ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლექსის ჯადოქრის, გალაკტიონის შედევრებზე - ეფემერების ციკლზე: „ეფემერა", „ისევ ეფემერა“, „საახალწლო ეფემერა“ და „მშობლიური ეფემერა“. ესაა გალაკტიონის უკვდავების ოთხი ემისარი, მარადისობის ოთხი ნიშანი. უპირველეს ყოვლისა, ლექსების ამ ციკლის დასახელება „ეფემერა“ თავისთავად გენიალური licentia poetica გახლავთ, რადგან „უდღეურის“, „დღემოკლის“, „წარმავალის“ კონოტაციის მქონე სიტყვას სალექსო კონტექსტების გათვალისწინებით სწორედ „გარდაუვალის“, „წარუშლელისა“ და „მარადიულის“ მნიშვნელობა მიენიჭა. რა კავშირში არიან ერთმანეთთან ბარათაშვილი, ვერლენი, პაგანინი, ვერჰარნი, დოსტოევსკი და გალაკტიონი; რატომ გვპირდება „უხვი“ პოეტი „ფანტასტიკურ მკვლელობებს“; რატომ აქვს გარანტირებული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა პოეტს ადგილი მთაწმინდის პანთეონში; როგორ ენაცვლება „ეფემერებში“ ერთმანეთს სიყვარულისა და სიკვდილის, ეროსისა და თანატოსის სახეები - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: