Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატიანის განაჩენი


თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და მას 2 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ზვიად რატიანს ბრალად ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. ის 23 დეკემბერს თბილისში საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლო სხდომაზე, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მოსამართლე ქეთევან მინაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალი ითვალისწინებდა პატიმრობას, მაგრამ, ვინაიდან ახალი წლის დღეებია, სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა. სასამართლოსთან, პროცესის პარალელურად, მიმდინარეობდა აქციებიც.

XS
SM
MD
LG