ნიკო ნერგაძის შესანიშნავი ბლოგის მერე აღარ ვაპირებდი რამის დაწერას, იმიტომ რომ მეგონა, რომ ყველაფერი ნათქვამი იყო. ნაციონალური მოძრაობიდან გლდანის N 8 ციხეში პატიმრების წამებას ყველაზე პატიოსნად - პოლიტიკური და ადამიანური თვალსაზრისითაც - გიგა ბოკერია და გიგი უგულავა გამოეხმაურნენ: ერთმა შეცდომები აღიარა, მეორემ, - ფაქტობრივად, პარტიის სახელით, - ბოდიში მოიხადა. თუმცა, ორი დღის შემდგ უკვე სრულიად არაადეკვატური განცხადებები გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პატრიარქმა ილია II-მ გვითხრა, რომ ასეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება, ოღონდ მთავრობა და საზოგადოება ამას არ ასაჯაროებსო (შემდეგ, საპატრიარქომ განმარტა, რომ მისი უწმინდესობა, თურმე, წუხდა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის გამო). გავიგეთ, რომ ციხეში წამება ყოფილა “ერთეული შემთხვევები” (გამახსენდა საბჭოთა ტერმინი “ცალკეული გადაცდომები”). ისიც გავიგეთ, რომ პასუხისმგებელია თურმე “მთელი საზოგადოება” და არა (ან არა მარტო) კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აწამებდნენ ან მართავდნენ უწყებას, სადაც აწამებდნენ. გავიგეთ, რომ მთავარი არა ის არის, რომ მთავრობა და პარლამენტი ყურადღებას არ აქცევდა “საზოგადოებიდან წამოსულ სიგნალებს”, არამედ ის, რომ ვიღაც წინასაარჩევნოდ ინახავდა წამების ამსახველ ვიდეოებს. ისიც გავიგეთ, რომ სინამდვილეში წამება შეუკვეთა ბიძინა ივანიშვილმა (რუსული ფულით) და საქართველოს მთავრობა საერთოდ არაფერ შუაშია. გავიგეთ, რომ მთავრობის რეაქცია სრულიად ადეკვატური და “საკმარისი” იყო, იმიტომ რომ აბუ-ღრაიბის სკანდალის შემდეგ ამერიკის მთავრობა არ გადამდგარა. გავიგეთ, რომ მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ახლა არ უნდა დავაყენოთ, იმიტომ რომ ერთ კვირაში ისედაც არჩევნებია. გავიგეთ, რომ მთავრობის “პოლიტიკური პასუხისმგებლობა” თურმე იმაში მდგომარეობს, რომ მანვე უნდა გამოასწოროს დაშვებული შეცდომები. გავიგეთ, რომ თურმე არჩევნები, ზედმეტად ემოციური ფონის გამო, უნდა გადავიტანოთ. ყველა ეს - ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავი - განცხადება ასე თუ ისე ემსახურება ერთ საერთო მიზანს: არ დადგეს პრეზიდენტის და მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ბოლო ორ დღეში მოსმენილი “უცნაური” მოსაზრებების გამო გადავწყვიტე დამეწერა, რას ვფიქრობ პოლიტიკური პასუხისმგებლობის შესახებ.
მე-9 არხის მიერ გავრცელებულმა შემაძრწუნებელმა კადრებმა გამოააშკარავა, სინამდვილეში რა იმალებოდა იმ ვირტუალური ფასადის უკან, რომელიც “ააშენა” მ. სააკაშვილმა: გლდანის N 8 ციხეში პატიმრებს სასტიკად აწამებედნენ და დასცინოდნენ. დამაჯერებლობა დაკარგა არა მარტო პრეზიდენტმა და მთავრობამ, არამედ პარლამენტმაც, რომელიც რეგულარულად უსმენდა და ასევე რეგულარულად უყურადღებოდ ტოვებდა სახალხო დამცველის ანგარიშებს. დაზარალდა საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაც.
“ასეთი რაღაცები სხვაგანაც” რომ “ხდება” გასამართლებელ საბუთად არ გამოდგება. გაუმართლებელია გლდანის შედარება აბუ ღრაიბთან ან გუანტანამოსთან. ერთი - იმიტომ, რომ პირველზე პასუხისმგებელი ერაყში ამერიკის სამხედრო ადმინისტრაცია იყო და არა აშშ-ის მთავრობა. მეორე კი - იმიტომ, რომ არც ჯორჯ დაბლიუ ბუშს და არც დონალდ რამსფილდს არც აბუ ღრაიბი და არც გუანტანამო არ გამოუცხადებიათ დემოკრატიის გამარჯვებად და პენიტენციური სისტემის აქამდე მიუღწეველ სიმაღლედ, რომლის გასაცნობად და გადმოსაღებად მთელი მსოფლიო ჩამოდის. გუანტანამოში საერთოდ არ მოქმედებდა ამერიკული კანონი, ამიტომაც ეს იმდენად შიდაამერიკული პრობლემა კი არა, საერთაშორისო სამართლის პრობლემა იყო, რომელიც ლოგიკურად დასრულდა მისი დახურვის შესახებ გადაწყვეტილებით. გლდანის შემთხვევაში პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა, სწორედ იმიტომ, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა მისი ერთ-ერთი საჩვენებელი “წარმატება” იყო. ამ “წარმატებით” მოჰქონდა მას თავი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ და მას ახალი ქართული დემოკრატიის მიღწევად ასაღებდა, რომელიც ასე განსხვდებოდა შევარდნაძის საძულველი რეჟიმისაგან, რომელიც აწამებდა და ფანჯრიდან ყრიდა პატიმრებს.
შედარებებით მთავრობის ოპონენტებიც სცოდავენ: ოსვენციმთან შედარება ასევე სრულიად გაუმართლებელია იმიტომ, რომ ნაციონალ-სოციალისტური გერმანია ამ და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში მიზანმიმართულად ანადგურებდა “არაარიული რასის” ადამიანებს. საქართველოს მთავრობის დემონიზაცია ნაციონალ-სოციალისტებთან შედარებით საჭირო არ არის. მას ისედაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.
ოღონდ "პოლიტიკური პასუხისმგებლობას” ყველა თავისებურად განმარტავს. დავიწყოთ იმით, რომ პატიმრების წამება არ არის პენიტენციური სისტემის "ხარვეზი" ან "ცალკეული შეცდომა". ეს ნაციონალური მოძრაობის მთელი ძალოვანი პოლიტიკის მარცხია. ციხეში წამება შესაძლებელი გახადა მიზანმიმართულად დანერგილმა ძალის კულტმა (რომელიც იოლად გადაიზრდებოდა ძალადობაში, მაგალითად, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას). ციხეში წამება შესაძლებელი გახადა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ, რომელიც, სხვა ბევრ ნაკლთან ერთად, უბრალოდ არ შეესაბამებოდა საქართველოს პენიტენციური სისტემის შესაძლებლობებს - საქართველოს საამისოდ არც საკმარისი ციხე მოეპოვებოდა და არც შესაბამისი პერსონალი. საქართველოში პატიმართა ექსტრადიცია ევროპის ბევრი ქვეყნისათვის დაუშვებელია სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს ციხეები არ შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს. ეს კი შესანიშნავად იცოდა საქართველოს მთავრობამაც და პრეზიდენტმაც, რომელიც ახლა უხეიროდ ცდილობს უმანკო გაკვირვებული როლი ითამაშოს. ციხეში წამება, პირველ რიგში, შესაძლებელი გახადა ძალოვანი უწყებების საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების სრულმა და მიზანმიმართულმა ნგრევამ. ამიტომ გლდანის ციხე მ. სააკაშვილის “აშენებული” საქართველოს მინიატურული მოდელიცაა - შეუზღუდავი და კონტროლის გარეშე დარჩენილი ძალის ძალადობად გადაქცევის კიდევ ერთი საუბედურო მაგალითი.
ბ. ახალაიას და ხ. კალმახელიძის გადადგომით ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ამოწურულად ვერ ჩავთვლით. პასუხისმგებლობა ეკისრება პროკურატურას, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია სახალხო დამცველის ანგარიშს, ახლა კი სრულიად ადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება დ. შაშკინს, რომელიც ხელმძღვანელობდა სასჯელაღრსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს, ახლა კი, ისე გაჩუმებულა, თითქოს სიტყვა “ციხე” არც კი გაეგონოს. პირველ რიგში კი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრეზიდენტს, მ. სააკაშვილს. სწორედ მისი დანიშნულია სამივე მინისტრი, სწორედ ის ბაქი-ბუქობდა სულ ცოტა ხნის წინ პენიტენციურ სისტემაში მიღწეული "წარმატებებით". პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებმა, - რომლებმაც ახალი პენიტენციური სისტემა შექმნეს, წლების განმავლობაში მას საკუთარ სამარკო ნიშნად და უდიდეს წარმატებად ასაღებდნენ, - პოლიტიკური თანამდებობები უნდა დატოვონ. “პოლიტიკურ პასუხისმგებლობას” პოლიტიკოსი იღებს რაღაცის გასაკეთებლად. როდესაც ის დაპირებულს ვერ ასრულებს და, უფრო მეტიც, წარმატებად გამოცხადებული კატასტროფა აღმოჩნდება, პოლიტიკოსი უნდა წავიდეს. თუ ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ პოლიტიკური მომავალი ჰქონდეს, პირველ რიგში სწორედ ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცეს.
პასუხისმგებლობის საკითხი არ იწურება პოლიტიკური პასუხისმგებლობით. აუცილებელია, - ამ მოსაზრებას ერეკლე მაჩაბელს დავესესხები, - შემდეგი მოწვევის პარლამენტმა შექმნას მაქსიმალურად ფართო უფლებებით აღჭურვილი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ყოფილი და მოქმედი მინისტრების და პრეზიდენტის დაკითხვის უფლებაც ექნება. ამ გამოძიებამ ისიც უნდა გაარკვიოს, ვინ და რატომ იღებდა და ინახავადა წამების და დაცინვის კადრებს და ისიც, ეკისრება თუ არა რომელიმე პოლიტიკოსს იურიდიული პასუხისმგებლობაც. მხოლოდ ყოვლისმომცველი გამოძიებისა და საჯარო განხილვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, საქართველოს საზოგადოებამ ჩამოირეცხოს ის დანაშაული და სირცხვილი, რომლის თანამონაწილენი ასე თუ ისე ყველანი შევიქენით.