ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს ვასილ ბერელა (ბერელაშვილი), მხატვარი, რომელმაც, თავს როცა გვაცნობდა, მოგვწერა, ჩემი შემოქმედება ორად იყოფა, ძველ ნამუშევრებად და ახლებად, რომელთაც ერთმანეთთან ბევრი არაფერი აქვთ საერთოო. "უხილავი ფარდის" სტუმარს გადაცემის წამყვანი, ოქროპირ რუხაძე, ესაუბრება მის ნამუშევრებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქალის პორტრეტები მისი ავტოპორტრეტები იყოს, რა შეიცვალა ისეთი 30-ს ოდნავ გადაბიჯებული მხატვრის ცხოვრებაში, რომ ამგვარი გარდატეხა მოახდინა მის შემოქმედებაშიც.