სალომე აგლაძე საქართველოდან ძალიან შორს, კალიფორნიაში, პატარა ქალაქ ჰენფორდში, სკოლა სიერა პასიფიკში სწავლობს. „მომავალი ლიდერების გაცვლის“ პროგრამით ჩავიდა იქ რუსთავიდან, როცა 17 წლისა იყო. სალომე აგლაძე სტუმარია ოქროპირ რუხაძის საავტორო პროგრამის, „უხილავი ფარდის“ ციკლისა, რომელიც უცხოეთში მყოფ ქართველ მოსწავლეებს, სტუდენტებსა თუ დოქტორანტებს შეეხება. იგი გვიამბობს, როგორია სწავლა და ცხოვრება შორეთში, ამერიკაში, სადაც მას მასპინძელი „დედა“ და მასპინძელი „მამა“ ჰყავს.