2016 წლის დასაწყისიდან გერმანიის მაღაზიებში უკვე თავისუფლად იყიდება ადოლფ ჰიტლერის წიგნი „მაინ კამპფი“, ანუ „ჩემი ბრძოლა“: ამოიწურა წიგნის საავტორო უფლებების ხანა და ამიერიდან ჰიტლერის წიგნი, რომელსაც ზოგჯერ „ნაციზმის ბიბლიას“ უწოდებენ, გერმანიაში აკრძალულად აღარ ითვლება. „ჩემი ბრძოლა“ არაერთ ენაზეა გამოცემული, თარგმნილია ქართულადაც. ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გვიამბობს ამ წიგნის მნიშვნელობაზე გერმანიისა და საქართველოს უახლესი ისტორიის კონტექსტში.