თბილისში ჩატარდა "ქართველთა მარში", რომლის მონაწილეებმაც მოითხოვეს საიმიგრციო კანონის გამკაცრება და საქართველოს ტერიტორიიდან "არალეგალი, კრიმინალი" უცხოელების სასწრაფო წესით დეპორტირება. "ქართველთა მარშის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სანდრო ბრეგაძემ, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 14 ივლისს დაიწყო "ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა". აქციის დროს გამოაცხადებულ მოთხოვნებს შორის არის, „სასწრაფო წესით იყოს მიღებული ახალი საემიგრაციო კანონი, რომლის მიხედვითაც, მაქსიმალურად გამკაცრდება საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების პროცესი; ასევე, სასწრაფო წესით იყოს დეპორტირებული საქართველოს ტერიტორიიდან ყველა არალეგალი, კრიმინალი უცხოელი, რომელიც უკანონოდ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე." ქართველთა მარშის დროს ასევე მოითხოვეს ”ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა და უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების აკრძალვა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევენ მათი მოთხოვნების შესასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში იტოვებენ უფლებას, გაიმეორონ „ქართული მარში“ „უფრო რადიკალურად“. სამოქალაქო პლატფორმა „არაფობიას“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ”ქართველთა მარშთან” დაკავშირებით სათანადო ზომები მიიღოს, უზრუნველყოს მისი კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან იქნეს აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1