რადიოჟურნალის პირველ ნაწილში გავაგრძელებთ საუბარს „პოსტ-სიმართლის“ ეპოქისა და მისი თანმხლები საფრთხეების შესახებ - მაინც რას ვუწოდებთ „გამოგონილ ამბავს“ და რა ტიპის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ანალიტიკოსები, როდესაც ტრადიციული მედიის სანდოობის კრიზისზე მიუთითებენ? სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილი ლიტერატორის და ფოლკლორისტის, ვახტანგ კოტეტიშვილის, გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე გამოვიდა მისი წერილების კრებული, რომლის შესახებაც ვრცლად გიამბობთ 22 იანვარს პოეტ თამაზ ბაძაღუას 58 წელი შეუსრულდებოდა - გავიხსენებთ მის შემოქმედებას. რადიოჟურნალს დაასრულებს ყოველკვირეული სპორტული მიმოხილვა -- დავით ქლიბაძე იხსენებს ამერიკელ კალათბურთელთა პირველ მატჩს საქართველოში.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1