მუზეუმმცოდნეობა დარგია, რომელიც, თავისთავად ცხადია, შეისწავლის მუზეუმებს და, რაც მთავარია, იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს თანამედროვე მუზეუმმა.
ამ სპეციალობით სწავლობს მაგისტრატურაში "უხილავი ფარდის" დღევანდელი სტუმარი სალომე ფაჩუაშვილი, ამავე დროს, მსოფლიოში იშვიათი მუზეუმის - აბრეშუმის მუზეუმის - თანამშრომელი თბილისში. ის ინგლისშია, ქალაქ ლესტერის უნივერსიტეტში. მუზეუმის ფენომენზე, მის არსზე, იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მუზეუმი იმისათვის, რომ მან მნახველები მიიზიდოს, ესაუბრება მას გადაცემის წამყვანი, ოქროპირ რუხაძე.