სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი ღვინჯილიასთან
ბოლო ათწლეულების საქართველოსა და მის საზოგადოებაში მოხდა მკვეთრი, ხშირად მტკივნეული ცვლილებები − პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური. იცვლებოდა ხელისუფლებები, იდეოლოგიური კონფიგურაციები, ჩნდებოდა პროგრესულობისა და ჩამორჩენილობის, მოდერნულობისა თუ დრომოჭმულობის ახალ-ახალი კონცეფციები. როგორ აისახა ეს ცვლილებები საქართველოს ახალგაზრდებზე? შეიცვალა თუ არა უთანასწორობის გამომწვევი და იერარქიების შემქმნელი ის ფაქტორები, რომლებიც მათ მემკვიდრეობად ერგოთ მშობლებისგან − იქნება ეს სიღარიბე, კულტურული კაპიტალი თუ სოფლისა და ქალაქის ურთიერთმიმართება? რა ფუნქციას ასრულებს ახალგაზრდებს შორის უთანასწორობის ჩამოყალიბებაში ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სოციალური კლასი, განათლების ხელმისაწვდომობა, გენდერი? რა ფორმით მიმდინარეობს სექსუალობის საკითხებზე დისკუსია საზოგადოებაში და რამდენად უწყობს ის ხელს ახალგაზრდებს შორის მანკიერი ნორმების შეცვლას? ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ საკითხებზე ესაუბრება სოციალურ აქტივისტსა და ახალგაზრდებში უთანასწორობის გამომწვევი ფაქტორების მკვლევარს გიორგი ღვინჯილიას.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
ივნისი 01, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან