სალომე ასათიანის ინტერVIEW ნიკოლოზ ლეგაშვილთან
აზერბაიჯანის რეჟიმის კრიტიკოსი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან ბაქოში გატაცების შესახებ ცნობებმა გააღრმავა ვარაუდები, რომ საქართველო ავტორიტარი მეზობლების ნებას ემორჩილება და არღვევს ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს. მით უფრო, რომ საქართველოში განცდილი დევნის და შევიწროების შესახებ მუხთარლის დაპატიმრებამდეც ლაპარაკობდნენ აზერბაიჯანის რეჟიმს გამოქცეული მოქალაქეები. პატიმრობაშია თურქეთის მოქალაქე, თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი - უფლებადამცველების თქმით, ის თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს და ექსტრადიციის შემთხვევაში მას უფლებების დარღვევა ემუქრება. რასთან გვაქვს საქმე - რატომ ვერ იცავს საქართველო თავის სუვერენულ ტერიტორიაზე მცხოვრებ, ავტორიტარულ რეჟიმებთან დაპირისპირებულ ადამიანებს? რამდენად რეალისტურია „გამოძიების შედეგების“ ლოდინი, თუკი მუხთარლის გატაცებაში საქართველოს სპეცსამსახურები უშუალოდ იყვნენ ჩართულნი? ასეთი მოვლენების ფონზე, რამდენად შეძლებს საქართველო კვლავაც მოიწონოს თავი, როგორც შედარებით დემოკრატიულმა სახელმწიფომ ავტორიტარული ქვეყნებით გარშემორტყმულ რეგიონში? გადაცემა ინტერVIEW-ს მორიგ გამოშვებაში სალომე ასათიანი ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრება ნიკოლოზ ლეგაშვილს - იურისტს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის ამჟამინდელ თავმჯდომარეს და ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელ დირექტორს.
ეპიზოდები
-
ივლისი 21, 2017
ინტერVIEW: თვალის ერთი გადავლებით
-
ივლისი 06, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW გიორგი გვახარიასთან
-
ივნისი 22, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW მარტინ დემანტ ფრედერიკსენთან
-
ივნისი 15, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ნათია ქუტიძესთან
-
ივნისი 08, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW ვახტანგ მჭედლიშვილთან
-
მაისი 25, 2017
სალომე ასათიანის ინტერVIEW უჩა ნანუაშვილთან