Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ


საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები, გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში. მათ ქართული პოლიციის საგუშაგოდან დურბინდით დაათვალიერეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა. პეტრო პოროშენკოს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ. ოძისიდან გიორგი მარგველაშვილი და პეტრო პოროშენკო გაემგზავრნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რომელიც მავთულხლართებითაა გაყოფილი. საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ესაუბრნენ ხურვალეთელ დავით ვანიშვილს, რომელსაც მავთულხლართების გამო უწევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება. „ეს არ არის გამყოფი ხაზი, ეს არის უფსკრული წარსულს და მომავალს შორის. შეხედეთ ამ მოქალაქეს თვალებში, ეს არის რუსული აგრესიის შედეგი“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. მისივე თქმით, ერთ მხარესაა განვითარება და მეორე მხარეს ცრემლი და უფლებების დარღვევა. “ეს ჩვენთვის არის უდიდესი მოტივაცია, რომ აღვადგინოთ როგორც უკრიანის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა"- განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი იზოლაციაშია და იძულებული იქნება გადადგას ნაბიჯები დეოკუპაციისკენ.

XS
SM
MD
LG