ოცი წელიწადი გავიდა რუსეთში საკონსტიტუციო კრიზისიდან, რომელიც შეიარაღებულ, სისხლიან კონფლიქტში გადაიზარდა და რომლის მსგავსიც მოსკოვს არ ახსოვს 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ. კრიზისი პარლამენტის დაწვით დასრულდა. მთავრობამ, ბორის ელცინის ლიდერობით, ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვა. დაპირისპირება მოხდა პრეზიდენტს და მის მომხრებსა და უზენაესი საბჭოს ხელმძღვანელობას, სახალხო დეპუტატებსა და ასევე ვიცე-პრეზიდენტს შორის.
რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო საბაბი დაპირისპირებისა, რომელიც პარლამენტის და უზენაესი საბჭოს დაშლასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოჰყვა. იმ ხანებში ელცინის მთავარი ოპონენტები - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი - თეთრ სახლში, პარლამენტის შენობაში, გამაგრდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარეს კენჭი. ამას მოჰყვა ხაზბულატოვისა და რუცკოის მიერ შეიარაღებულ პირთა შეგროვება. მათ ჯერ მოსკოვის მერიას შეუტიეს, შემდეგ კი რუსეთის მედიის ცენტრის, ოსტანკინოს სატალევიზიო სტუდიის აღება სცადეს. იმდროინდელი ძალადობის, ასევე ბორის ელცინის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, არმიის მიერ პარლამენტის შენობის აღების დროს დაიხოცა ათეულობით ადამიანი, დაიჭრა ასეულობით პირი. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს.
ელცინი, თავისთავად, „პერესტროიკის“ ეპოქის გმირი იყო. მან მხარი დაუჭირა გორბაჩოვის დემოკრატიზების პოლიტიკას. მთავარი ფიგურა იყო ის 1991 წელს, როცა გადატრიალების მცდელობა ჩაიფუშა და გორბაჩოვი თანამდებობაზე აღადგინეს. ამის შემდეგ ელცინი სწრაფად ავიდა კარიერის კიბეზე, ის მალევე აირჩიეს პრეზიდენტად, 1993 წლის აპრილში ხალხმა ხმა მას მისცა. ცხადია, ეკონომიკური მემკვიდრეობა, როგორიც მას ერგო, არ იძლეოდა აღორძინების საშუალებას. მისეულმა „შოკურმა თერაპიამ“ ეკონომიკის სფეროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში და დაპირისპირება მასა და კანონმდებლებს, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზბულატოვსა და ვიცე-პრეზიდენტ რუცკოის შორის გაიზარდა. 21 სექტემბრის დეკრეტს მოჰყვა პარლამენტის დაშლა და ახალი ორპალატიანი პარლამენტის არჩევნების დანიშვნა დეკემბრისთვის. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის ეს საჭირო იყო, ეს აუცილებელი იყო საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, უკან, საბჭოთა კავშირში, დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. როცა კანონმდებლებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ელცინს წარბი არ შეუხრია: შენობას გადაუკეტა დენი, სატელეფონო კავშირი და ცხელი წყალი. შეტაკებების დაწყების შემდეგ, როცა ოსტანკინოს სატელევიზიო ანძას, ასევე ქალაქის მერიას შეუტიეს, ელცინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ.
4 ოქტომბრის დილას ელცინმა უბრძანა თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს ჯარი გამოეყვანა და პარლამენტის შენობა მეამბოხეებისგან გაეწმინდა. შენობა შუადღისთვის უკვე ჯარის ხელში იყო. ამბოხებულები დააპატიმრეს. სამი თვის შემდეგ, რეფერენდუმით, ახალი კონსტიტუცია დამტკიცდა, რომელმაც განუსაზღვრელი უფლებამოსილება მიანიჭა პრეზიდენტს. ელცინი პრეზიდენტად სამი წლის თავზე განმეორებით აირჩიეს, 1999 წელს კი, არაერთი სკანდალის შემდეგ, ის გადადგა და ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინი მოვიდა, რომელიც დღემდე სარგებლობს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.
რუსეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი სერგეი ფილატოვი ასეთ შეფასებას აძლევს მაშინდელ ამბებს:
„არა მხოლოდ ელცინს, ყველას გვჭირდა ეს სენი, საბჭოთა იმპერიული მენტალიტეტი, რომ ძალით ყოველთვის უკეთ გვარდება პრობლემა, ვიდრე მოლაპარაკებითა და დათმობით. ეს იყო ელცინის ავადმყოფობა, ასევე გორბაჩოვის სენი, ყველას სენი. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ამა თუ იმ პრობლემის ძალით მოგვარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაგვაჩნდა უნარი, მოგვეგვარებინა პრობლემები მშვიდობიანი გზით“.
ელცინთან დაპირისპირებული რუსლან ხაზბულატოვი, ეთნიკური ჩეჩენი, ეკონომისტია. ის ადრე ელცინის ახლო მოკავშირე იყო. მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში ეს „შოკურ თერაპია“ გახდა.
ხაზბულატოვი საკონსტიტუციო კრიზისის მიზეზად ეკონომიკური რეფორმების ჩავარდნას მიიჩნევს.
„როცა გაიდარისეული ეს რეფორმები ჩაიშალა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ყველაფერი დაებრალებინა უზენაესი საბჭოსთვის, რომელიც ვითომ ხელს უშლიდა პროგრესული ეკონომიკური რეფორმების გატარებას“, ამბობს ხაზბულატოვი, რომლიც ელცინის განკარგულებით პარლამენტის დაშლას დანაშაულებრივ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებად მიიჩნევს.
ხაზბულატოვი თვლის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადატრიალება მოაწყო. მისი აზრით, კონსტიტუციით, რომელიც მაშინ მიიღეს, პრეზიდენტის ძალაუფლოება უკიდურესად გაიზარდა. მისი ნებართვის გარეშე ვერც კი დააცემინებთო, ამბობს ხაზბულატოვი, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ახალმა პარლამენტმა ამნისტიის ძალით გაათავისუფლა. ის ახლა პლეხანოვის სახელობის ეკონომიკის სასწავლებელში მუშაობს.
იმდროინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ რუცკოიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, არავითარ შემთხვევაში არ ვილტვოდი ელცინის სავარძლისკენ, - ერთადერთი, რაც მსურდა, ის იყო, რომ „ეკონომიკური რეფორმები ჟურნალ „ფორბის“ ინტერესების გამო კი არ გატარებულიყო, არამედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითო“:
„სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი: პრივატიზების შედეგად მოსახლეობის სრული გაღარიბება მოხდა, დავკარგეთ სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სამხედრო შესაძლებლობები“, გვიზიარებს თავის მოსაზრებას რუცკოი.
1993 წლის ოქტომბრის მოვლენებში აქტიური მონაწილეობის მიღება მოუხდათ ელცინის ძველ მოკავშირეებსა და ერთგულ პირებს, თავდაცვის მინისტრ გრაჩოვს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ კულიკოვს და პრეზიდენტის დაცვის უფროსს, კორჟაკოვს, ელცინზე დიდი გავლენის მქონე პირს. ზოგიერთი მიმომხილველი ირწმუნება, რომ სწორედ მისი იდეა იყო პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანა 4 ოქტომბერს. გრაჩოვთან ერთად მასვე დაურწმუნებია ელცინი, რომ 1994 წელს ჩეჩნეთში არმია გაეგზავნა.
რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ბორის ელცინი იყო საბაბი დაპირისპირებისა, რომელიც პარლამენტის და უზენაესი საბჭოს დაშლასა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოჰყვა. იმ ხანებში ელცინის მთავარი ოპონენტები - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე რუსლან ხაზბულატოვი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ რუცკოი - თეთრ სახლში, პარლამენტის შენობაში, გამაგრდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარეს კენჭი. ამას მოჰყვა ხაზბულატოვისა და რუცკოის მიერ შეიარაღებულ პირთა შეგროვება. მათ ჯერ მოსკოვის მერიას შეუტიეს, შემდეგ კი რუსეთის მედიის ცენტრის, ოსტანკინოს სატალევიზიო სტუდიის აღება სცადეს. იმდროინდელი ძალადობის, ასევე ბორის ელცინის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, არმიის მიერ პარლამენტის შენობის აღების დროს დაიხოცა ათეულობით ადამიანი, დაიჭრა ასეულობით პირი. ოპოზიციის ლიდერები დააკავეს.
ელცინი, თავისთავად, „პერესტროიკის“ ეპოქის გმირი იყო. მან მხარი დაუჭირა გორბაჩოვის დემოკრატიზების პოლიტიკას. მთავარი ფიგურა იყო ის 1991 წელს, როცა გადატრიალების მცდელობა ჩაიფუშა და გორბაჩოვი თანამდებობაზე აღადგინეს. ამის შემდეგ ელცინი სწრაფად ავიდა კარიერის კიბეზე, ის მალევე აირჩიეს პრეზიდენტად, 1993 წლის აპრილში ხალხმა ხმა მას მისცა. ცხადია, ეკონომიკური მემკვიდრეობა, როგორიც მას ერგო, არ იძლეოდა აღორძინების საშუალებას. მისეულმა „შოკურმა თერაპიამ“ ეკონომიკის სფეროში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში და დაპირისპირება მასა და კანონმდებლებს, პარლამენტის თავმჯდომარე ხაზბულატოვსა და ვიცე-პრეზიდენტ რუცკოის შორის გაიზარდა. 21 სექტემბრის დეკრეტს მოჰყვა პარლამენტის დაშლა და ახალი ორპალატიანი პარლამენტის არჩევნების დანიშვნა დეკემბრისთვის. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის ეს საჭირო იყო, ეს აუცილებელი იყო საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, უკან, საბჭოთა კავშირში, დაბრუნების თავიდან ასაცილებლად. როცა კანონმდებლებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს და მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს, ელცინს წარბი არ შეუხრია: შენობას გადაუკეტა დენი, სატელეფონო კავშირი და ცხელი წყალი. შეტაკებების დაწყების შემდეგ, როცა ოსტანკინოს სატელევიზიო ანძას, ასევე ქალაქის მერიას შეუტიეს, ელცინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა საგანგებო მდგომარეობა შემოეღოთ.
არა მხოლოდ ელცინს, ყველას გვჭირდა ეს სენი, საბჭოთა იმპერიული მენტალიტეტი, რომ ძალით ყოველთვის უკეთ გვარდება პრობლემა, ვიდრე მოლაპარაკებითა და დათმობით. ეს იყო ელცინის ავადმყოფობა, ასევე გორბაჩოვის სენი, ყველას სენი...სერგეი ფილატოვი
რუსეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი სერგეი ფილატოვი ასეთ შეფასებას აძლევს მაშინდელ ამბებს:
„არა მხოლოდ ელცინს, ყველას გვჭირდა ეს სენი, საბჭოთა იმპერიული მენტალიტეტი, რომ ძალით ყოველთვის უკეთ გვარდება პრობლემა, ვიდრე მოლაპარაკებითა და დათმობით. ეს იყო ელცინის ავადმყოფობა, ასევე გორბაჩოვის სენი, ყველას სენი. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ამა თუ იმ პრობლემის ძალით მოგვარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაგვაჩნდა უნარი, მოგვეგვარებინა პრობლემები მშვიდობიანი გზით“.
ელცინთან დაპირისპირებული რუსლან ხაზბულატოვი, ეთნიკური ჩეჩენი, ეკონომისტია. ის ადრე ელცინის ახლო მოკავშირე იყო. მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ეკონომიკაში ეს „შოკურ თერაპია“ გახდა.
ხაზბულატოვი საკონსტიტუციო კრიზისის მიზეზად ეკონომიკური რეფორმების ჩავარდნას მიიჩნევს.
სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი: პრივატიზების შედეგად მოსახლეობის სრული გაღარიბება მოხდა, დავკარგეთ სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სამხედრო შესაძლებლობები...ალექსანდრ რუცკოი