Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სამხედროების კავშირი უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან


2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.
2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა „ბელინგკეტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც შეიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე მიკვლეულ ინფორმაციას და რომელიც ჯგუფმა გასული წლის ბოლოს მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს. ამ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო შენაერთის მეთაურებს კავშირი აქვთ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. 2014 წლის იავლისში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. "ბელინგკეტმა" დეკემბერში მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს ანგარიშის სრული ვერსია, რის შემდეგაც გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ამოწმებენ "ბელინგკეტისაგან" მიღებულ მასალებს, რომელთა თანახმად, სავარაუდოდ, 100-მდე რუს სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდა ინფორმაცია იმ სარაკეტო სისტემის გადაადგილებაზე, რომლითაც ჩამოაგდეს ბოინგ 777 ტიპის თვითმფრინავი.

XS
SM
MD
LG