როგორაა დაცული გენდერული ბალანსი რეგიონების თვითმმართველობებში დასაქმებულთა შორის, რა უშლით ქალებს ხელს პოლიტიკურ გაძლიერებაში და მოსალოდნელია თუ არა ვითარების შეცვლა მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ - დღეს „რეგიონალურ მაცნეში“ ამ თემაზე შემოგთავაზებთ სიუჟეტებს ლაგოდეხიდან, ზუგდიდიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.