16 ივლისს „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა ლორა ლინდერმანისა და მაიკლ სესირის წერილი, სახელწოდებით „ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, რომ შეყვარებული ხარ“. სტატია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში კოჰაბიტაციის პრაქტიკის ნაკლოვანებებს თუ წარმატებებს ეძღვნება. „პროგრესი კვლავ არათანაბარია, მაგრამ საქართველომ შეძლო დემოკრატიის რუდიმენტების შექმნა. ახალი მთავრობა ძლიერი საზოგადოებრივი მანდატით აირჩიეს; პოლიტიკური ოპოზიცია აქტიურია, ძლიერი და სანდო; სასამართლო ნაკლებად მორჩილია, მედიაგარემო - დინამიკური. ამავე დროს, ქვეყანაში კვლავაც რჩება ზოგიერთი სტრუქტურული ნაკლოვანება, რომლებიც მის მეზობლებსაც ახასიათებს - მათ შორის, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის ნაკლებობა და განუვითარებელი ინსტიტუტები, რაც მთავრობის ცვლილებას სახიფათო პროცესად აქცევს. თუ ფრთხილად არ გაატარებენ, აუცილებელი რეფორმებიც კი შეიძლება იქცეს დემოკრატიული პროგრესის შემაფერხებლად და პოლიტიკური კონკურენციისთვის ძირის გამომთხრელ ფაქტორად“, - ვკითხულობთ წერილში. ოდნავ ქვემოთ ავტორები წერენ: „მაშინ როცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთის მედიაში საქართველოზე ძირითადად ცუდი ამბები იწერება, რეალობა მხოლოდ ნეგატიური არ არის. ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული 17 მაისის არეულობისა და ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრების მიუხედავად, დღევანდელი საქართველო არც უმცირესობებზე მონადირე ჩანასახოვანი თეოკრატიაა და არც ანტიდემოკრატიული რეპრესიების წიაღი. ამავე სტილში, კოჰაბიტაცია იქცა სიტყვად, რომელსაც საქართველოს საკითხების ანალოტიკოსები იყენებენ სინონიმად თითქოსდა მუდმივი კონფლიქტისა ენერგიულ, მაგრამ გავლენაშეკვეცილ სააკაშვილსა და მის იდუმალ მეტოქეს, ივანიშვილს შორის, თუმცა ზედაპირის მიღმა საქართველოში კოჰაბიტაცია საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა“. სტატიის ავტორების აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიცვალა ტენდენცია, რომ გამარჯვებული პარტია აბსოლუტურად დომინანტური ძალა ხდებოდა პოლიტიკურ ცხოვრებაში.
12 ივლისს „სტრატფორ კომენტარიმ“ გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური წერილი, სახელწოდებით „საქართველო: ისტორიული ბრძოლის ველი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“. წერილი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას და პოლიტიკურ აწმყოს. დასაწყისში მოკლე შეჯამებაა მოტანილი, რომელშიც ვკითხულობთ: „საქართველოში ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო პოლიტიკური ცვლილებების ფონზე გაიმართება. ეს ცვლილებები მხოლოდ ბოლო გამოვლინებაა იმ ხანგრძლივი და რთული ისტორიისა, რომელსაც, საბოლოო ჯამში, ფესვები გეოგრაფიაში აქვს. კავკასიაში საქართველოს სტრატეგიულმა მდებარეობამ ის აქცია მრავალი წერტილიდან წამოსული, ძალაუფლების საგარეო ცენტრების გავლენისა და დომინაციის საგნად, ხოლო მისმა შიდა გეოგრაფიამ, რომელსაც დიდი და პატარა კავკასიონის ქედები გამოარჩევს, ქვეყნის გაერთიანება ისეთივე რთული გახადა, როგორც გარეშე ძალების განდევნა. გეოგრაფია საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკაზე გავლენას მომავალშიც იქონიებს იმის განურჩევლად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, ისევე როგორც ეს წარსულში ხდებოდა“.
15 ივლისს ინტერნეტგამოცემა „ეურეიჟია ვიუმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტ მოლი კორსოს წერილი, შეკითხვის ფორმით შედგენილი სათაურით „თეირანი საქართველოს გამოყენებას სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ცდილობს?“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ცდილობს თავისი მთავრობის ირანისგან დისტანცირებას. საქართველოს ირანთან ვაჭრობა, ტურიზმი და ირანული ინვესტიციები გაიზარდა 2010 წლიდან - მას შემდეგ, რაც საქართველომ მოკლე ვიზიტებით ჩასულ ირანელებს ვიზების მიღების აუცილებლობა მოუხსნა. საქართველო ირანთან ბიზნესკავშირებს აძლიერებს, ეს კი აშშ-ის ოფიციალური პირების შეშფოთებას იწვევს. ისინი შიშობენ, რომ თეირანი თბილისის გამოყენებას საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად ცდილობს. „მიუხედავად მზარდი ზეწოლისა, რომელსაც აშშ ივანიშვილის მთავრობაზე ახორციელებს, რათა საქართველომ შეზღუდოს ირანთან კომერციული კავშირები, აშშ-ის სანქციების შედეგად შავ სიაში მოხვედრილი ირანული კომპანიები, როგორც ჩანს, კვლავ ცდილობენ თბილისში გარიგებების მიღწევას. უცნობია ის სრული სარგებელი, რომელსაც საქართველო ნახულობს ირანთან კავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ირანთან დაახლოებამ იმპორტი გაახშირა და გარკვეულ ინვესტიციებს შეუწყო ხელი, საქართველოს ეკონომიკაზე ირანის ზოგადი გავლენა მინიმალური რჩება“.