ვაგრძელებთ საუბარს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 90-იან წლებში დაწყებული კონფლიქტის თაობაზე. რა და რამდენად ღრმა საფუძველი ჰქონდა კონფლიქტს, რატომ წამოიწია წინა პლანზე ეთნიკურმა ნიშანმა და სხვა.
პროგრამა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემის სტუმრები: ელენე ნათენაძე - „ბერგჰოფის ფონდის“ ფასილიტატორი, მკვლევარი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგის მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი; ლაშა ტუღუში - გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.