Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები


საქართველოს პარლამენტში ოფიციალურადაა ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტი, რომელსაც ხელს 78 დეპუტატი აწერს. მათი ინიციატივით, უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პარლამენტის ნების წინააღმდეგ მოქმედი მთავრობა დაითხოვოს და შემდეგ განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი. კანოპროექტის მიხედვით, თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტი აღარ გამოხატავს ხალხის ნებას, უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 6 თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. ამასთან, ახალი პარლამენტის მიერ მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნამდე მოვალეობის შესრულებას დათხოვნილი მთავრობა განაგრძობს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სანამ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვით აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად მთავრობის ხელში გადავა, ახალი მოდელი შექმნის პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებობას.
XS
SM
MD
LG