პირველი დეკემბრიდან თბილისში, ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში იწყება 9 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ვირუსის 200-ზე მეტი ტიპი არსებობს, მათგან რამდენიმე საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. სწორედ ამიტომ, ექიმები ვაქცინაციას კიბოს პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად მიიჩნევენ. სახელმწიფო პროგრამა იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის მხარდაჭერით იწყება. პირველ ეტაპზე უფასოდ აიცრება 2008-2009 წლებში დაბადებული 15 000 გოგონა, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმება პროგრამის გაფართოება, მთელი ქვეყნის მოცვა და ვაქცინაციის აცრების კალენდარში ჩასმა. ექიმების მტკიცებით, ვაქცინაციის საუკეთესო ასაკად 9-14 წელი ითვლება, რადგან სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი ეფექტური იმუნური სისტემა საშვილოსნოს ყელის კიბოს წინააღმდეგ.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1