ალფრედ ნობელის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. 21 ოქტომბერს, ნობელის დაბადების დღეს, მისი სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატები წელს უკვე მეცამეტედ შეიკრიბნენ. შეხვედრის ადგილად ამჯერად შეირჩა ვარშავა, სადაც სტუმრებს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა, პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ უმასპინძლა. ალფრედ ნობელის სახელობის მშვიდობის პრემია 1901 წლიდან არსებობს. პირველი ქალი, რომელიც ამ პრესტიჟული პრემიის ლაურეატი 1905 წელს გახდა, ავსტრიელი მწერალი და პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერი იყო. რა აკავშირებთ მას და ალფრედ ნობელს ერთმანეთთან და საქართველოსთან?
ძმები ნობელების მიერ 1883 წელს ბათუმში აშენებულმა პირველმა ნავთობსაცავმა დაუდო სათავე ქალაქის დღევანდელი ნავთობტერმინალის ისტორიას. რამდენიმე წლით ადრე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრ მეორის დეკრეტით, სწორედ ძმები ნობელების მიერ დაარსებული ამხანაგობა იქცა ბაქოში კასპიის ნავთობის მომპოვებლად. ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში დღესაც შეიძლება ნახვა მათივე დაკვეთით 1896 წელს დამზადებული სპეციალური ბოთლებისა, რომლებშიც
ნედლი კასპიური ნავთობის სინჯებია დაცული. მუზეუმის დირექტორი, ისტორიკოსი თემურ ტუნაძე, არაერთ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ამიერკავკასიაში საქმიანობის დაწყებამდე რობერტ და ლუდვიგ ნობელებს საკმაოდ გაუჭირდათ ძმის, ცნობილი გამომგონებლის ალფრედ ნობელის დარწმუნება, რომ ნავთობის მოპოვება მომგებიანი იქნებოდა.
”ამას ადასტურებს მე-19 საუკუნის 70-იანი წლების წერილები. ბოლოს და ბოლოს, ალფრედ ნობელი დათანხმდა. მან საკმაოდ სოლიდური თანხაც გაიღო და შემდგომშიც მუდმივად ეხმარებოდა კომპანია ”ბრანობელს,” რომელიც ნავთობს მოიპოვებდა, ინტელექტუალურადაც და ფინანსურადაც”, - უამბო რადიო თავისუფლებას თემურ ტუნაძემ.
ალფრედ ნობელისგან განსხვავებით, საქართველოში - კერძოდ, ბათუმში - რობერტ და ლუდვიგ ნობელების ყოფნას და მათ საქმიანობას არაერთი საარქივო მასალა ადასტურებს. თემურ ტუნაძის თქმით, ”შეიძლება საკამათო იყოს საქართველოში თავად ალფრედ ნობელის ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხი. ჯერჯერობით არსად მოიპოვება ცნობა, რომ ბათუმში არ ყოფილა. ასე რომ, თუ ეს შეკითხვა დაისმება, შეიძლება ასეთი პასუხი გაიცეს: არც კი და არც არა.” ცალსახა პასუხის არარსებობას თემურ ტუნაძე იმით ხსნის, რომ განსაკუთრებით სანკტ-პეტერბურგისა და ბაქოს არქივებში დაცული მასალები სრულად შესწავლილი დღემდე არ არის. ძმები ნობელების სახელობის მუზეუმის დირექტორი არც იმას გამორიცხავს, რომ ახალი დოკუმენტი საქართველოშიც აღმოჩნდეს - მაგალითად, როგორც ეს წელს მოხდა ეროვნულ არქივში მკვლევარების მუშაობისას. მათ მიერ აღმოჩენილმა დოკუმენტმა უარყო ბოლო დრომდე არსებული ცნობა, რომ რობერტ და ლუდვიგ ნობელები საქართველოში პირველად 1876 წელს ჩამოვიდნენ:
”დოკუმენტებმა, რომლებსაც ეროვნულ არქივში მივაკვლიეთ, გადასწია კავკასიასთან ნობელების კავშირის თარიღი. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ კონკრეტულად რობერტ ნობელი უკვე 1873 წლიდან იყო თბილისში, საიდანაც შემდგომ ბაქოში იმოგზაურა”, - ამბობს თემურ ტუნაძე.
საქართველოში ძმები ნობელების ჩამოსვლის თავდაპირველად დადგენილ და ახლახან სამი წლით შემცირებულ თარიღს - 1876 წელს - ემთხვევა ალფრედ ნობელთან დაკავშირებული კიდევ ერთი ადამიანის საქართველოში სტუმრობა.
ავსტრიელი გრაფის ქალიშვილი ბერტა კინსკი 1843 წელს პრაღაში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედის წყალობით გაღარიბებული ბერტა იძულებული იყო ვენაში გუვერნანტად დაეწყო მუშაობა ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში, სადაც მას და ბარონის ვაჟს, არტურს, ერთმანეთი შეუყვარდათ. მიუხედავად არისტოკრატობისა, სიღარიბის და ვაჟზე 7 წლით უფროსი ასაკის გამო არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა ბერტა კინსკი არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს. ბერტა იძულებულია ვენა დატოვოს და პარიზში გაემგზავროს, სადაც ალფრედ ნობელის პირად მდივნად იწყებს მუშაობას. ცნობილი გამომგონებლის ბიოგრაფიის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ალფრედ ნობელს ბერტა კინსკი შეუყვარდა, თუმცა მდივნად მუშაობის დაწყებიდან მცირე ხანშივე ბერტა ვენაში დაბრუნდა და არტურ ფონ ზუტნერზე ფარულად იქორწინა. სწორედ ამ ფაქტმა აიძულა ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები ვენა დაეტოვებინათ და შემდეგი 9 წელი გაეტარებინათ საქართველოში, სადაც მათი პირველი მასპინძელი იყო სამეგრელოს სამთავროს ბოლო დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე. ზუგდიდში მდებარე დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, რომ ბერტა ფონ ზუტნერი ეკატერინე ჭავჭავაძის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სტუმარი იყო.
”ეკატერინე ჭავჭავაძემ ბერტა ახალგაზრდობაში გაიცნო გერმანიის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰამბურგში, სადაც დადიანები დასასვენებლად დადიოდნენ. მერე, როცა ბერტა და არტურ ფონ ზუტნერი მისი მშობლებისგან მალულად დაქორწინდნენ, ეკატერინემ დაპატიჟა, რომ საცხოვრებლად ჩამოსულიყვნენ”, - უამბო რადიო თავისუფლებას ლილი ბერაიამ.
ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოზე დაწერილ მოგონებებში ეკატერინე ჭავჭავაძეს ასე იხსენებს:
„დაახლოებით 36-37 წლისა, ჯერ კიდევ წარმოსადეგად მშვენიერი, ახალგაზრდობაში თვალისმომჭრელად ლამაზი უნდა ყოფილიყო, ჭეშმარიტად ქართული ტიპის. ფრანგულად ლაპარაკობდა ისე, რომ ენაზე ჭავლი არ მოედებოდა, მაგრამ რუსულს - აქცენტით. თავის შვილებთან უმთავრესად ქართულად საუბრობდა“.
ბერტა და არტურ ფონ ზუტნერები საქართველოში 1876 წელს ჩამოვიდნენ. ლილი ბერაია გვიამბობს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ ფონ ზუტნერებს ფოთში დაახვედრა დადიანების ოჯახის უახლოესი მეგობარი გრაფი როზმორდუკი. ფრანგი გრაფის თანხლებით ჩავიდნენ ფონ ზუტნერები ზუგდიდში, სადაც 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. სად იყო მათი სახლი, დღეს უკვე არავინ იცის. ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ დადიანების სასახლეში სტუმრებისთვის განკუთვნილი არაერთი ოთახი არსებობდა. ამასთან, ლილი ბერაია ბერტა ფონ ზუტნერის დღიურების ერთ ჩანაწერზეც მიუთითებს:
”ბერტა სოფელს არ ასახელებს, მაგრამ წერს, რომ ისინი ცხოვრობდნენ იონა მეუნარგიას მამის სახლში. მეუნარგიები კი ცაიშიდან იყვნენ”.
ცნობილი პუბლიცისტის და კრიტიკოსის იონა მეუნარგიას თხოვნით, ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა ”ვეფხისტყაოსნის” ფრანგულად თარგმნა დაიწყეს. 1982 წელს, ეკატერინე ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, ფონ ზუტნერები სამეგრელოდან გაემგზავრნენ თბილისში, სადაც 4 წელი იცხოვრეს. ბერტა ფონ ზუტნერის ბიოგრაფიის მკვლევარები აღნიშნავენ, რომ მან სწორედ საქართველოში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა და იმ პერიოდის ევროპული პოლიტიკით დაინტერესდა. ფონ ზუტნერები 1885 წელს დაბრუნდნენ ვენაში, სადაც ბერტამ თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულებების ამსახველი არაერთი მოთხრობა და სტატია გამოაქვეყნა. 1886 წელს ფონ ზუტნერები მიემგზავრებიან პარიზში, სადაც ალფრედ ნობელის მეშვეობით ბერტა გაეცნო იმ პერიოდის წამყვან პოლიტიკოსებს და ლიტერატორებს და, როგორც შემდეგ დაწერს, გააოგნა პარიზელების მილიტარისტულმა განწყობამ. 1889 წელს ბერტა ფონ ზუტნერი წერს თავის ყველაზე ცნობილ რომანს ”ძირს იარაღი,” რომელიც მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ევროპული ომებით გაუბედურებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას აღწერს. რომანი 16 ენაზე ითარგმნა, პირველი გერმანული გამოცემის ეგზემპლარი კი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ინახება. სწორედ ამ ნაწარმოებმა მოუტანა ბერტა ფონ ზუტნერს მშვიდობისთვის აქტიურად მებრძოლის სახელი და იქცა იმის ერთ-ერთ საფუძვლად, რომ 1905 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო. მის სახელს უკავშირდება თავად მშვიდობის პრემიის დაარსებაც. ალფრედ ნობელთან მიმოწერისას ბერტა ფონ ზუტნერის მოწოდებებმა, რომ პაციფისტური პროექტები დაეფინანსებინა, შედეგად ის გამოიღო, რომ 1893 წელს მიწერილ პირად წერილში ალფრედ ნობელი მშვიდობის პრემიის დაწესებას დაჰპირდა.
ძმები ნობელების მიერ 1883 წელს ბათუმში აშენებულმა პირველმა ნავთობსაცავმა დაუდო სათავე ქალაქის დღევანდელი ნავთობტერმინალის ისტორიას. რამდენიმე წლით ადრე, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრ მეორის დეკრეტით, სწორედ ძმები ნობელების მიერ დაარსებული ამხანაგობა იქცა ბაქოში კასპიის ნავთობის მომპოვებლად. ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში დღესაც შეიძლება ნახვა მათივე დაკვეთით 1896 წელს დამზადებული სპეციალური ბოთლებისა, რომლებშიც
ეკატერინე ჭავჭავაძემ ბერტა ახალგაზრდობაში გაიცნო გერმანიის ჩრდილოეთით, ქალაქ ჰამბურგში, სადაც დადიანები დასასვენებლად დადიოდნენ. მერე, როცა ბერტა და არტურ ფონ ზუტნერი მისი მშობლებისგან მალულად დაქორწინდნენ, ეკატერინემ დაპატიჟა, რომ საცხოვრებლად ჩამოსულიყვნენ...ლილი ბერაია