Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონ კარტერი: მოკლულია "ისლამური სახელმწიფოს" რანგით მეორე პირი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ რანგით მეორე პირი იქნა მოკლული აშშ-ის მიერ განხორციელებული რეიდის შედეგად. კარტერმა პარასკევს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თქვა, რომ მოკლული ჰაჯი იმამი, რომელიც ორგანიზაციის „ფინანსთა მინისტრის“ როლს ასრულებდა, კარგად ნაცნობი ტერორისტი იყო და კავშირი ჰქონდა ერაყსა და სირიაში მოწყობილ თავდასხმებთან. კარტერის თქმით, იმამის სიკვდილი შეზღუდავს „ისლამური სახელმწიფოს“ უნარს, იერიშები განახორციელოს ერაყსა და სირიაში და მათ გარეთ. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს დეტალებზე არ ულაპარაკია და არ უხსენებია, სად მოკლეს ჰაჯი იმამი. ახლახან აშშ-მა ასევე განაცხადა, რომ მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი მაღალი რანგის პირი, ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი.

XS
SM
MD
LG