Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერი ზონალურ საბჭოს აუქმებს


დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, უქმდება ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო, ე.წ. ზონალური საბჭო. 29 ნოემბერს ამის შესახებ განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. ზონალური საბჭო, რომელსაც დედაქალაქის მერი ხელმძღვანელობს და რომლის შემადგენლობაშიც შედიან როგორც მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები, თბილისის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოა და მისთვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე დასკვნებსა და რეკომენდაციებს ამზადებს. ზონალური საბჭოს არასწორ გადაწყვეტილებებს უკავშირებენ ურბანისტები და ხელოვნებათმცოდნეები დღეს დედაქალაქში არსებულ ვითარებასა და ქაოსურ განაშენიანებას.

XS
SM
MD
LG