Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლების ნაწილმა ზუგდიდში შიმშილობა დაიწყო


მძღოლების პროტესტი ზუგდიდში
მძღოლების პროტესტი ზუგდიდში

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ ზუგდიდში. ისინი დღეს დილიდან გაიფიცნენ, ნაწილმა კი შიმშილობა დაიწყო.

მერიის შენობასთან შეკრებილები კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამოდიან. ამბობენ, რომ კონკურენტს არ მისცემენ მუშაობის საშუალებას, რადგან თავად უმუშევრები რჩებიან. მათივე განმარტებით, ხელისუფლებამ უპირატესობა დასაქმებისას უნდა მიანიჭოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და არა უცხოურ ინვესტიციას.

„პროტესტი გაგრძელდება. ტრანსპორტი დღეიდან უკვე პარალიზებულია. შეჩერდა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, პლუს ამას, პარლამენტის წინ იწყება უვადო შიმშილობა. დღეს კი ზუგდიდში შიმშილობა დაიწყო ხუთმა პიროვნებამ გუბერნიის გვერდით, ვინაიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მშვიდობიან მომიტინგეებს არავითარი ყურადღება არ მიაქცია“, - ამბობს, მძღოლების ინტერესების დამცველი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა.

მივიდა ზედამხედველობის სამსახური კომპანიასთან, რომ დაეჯარიმებინა და თვითონ ნუკრი ესართიას ჰკითხეთ, თუ რატომ მოაბრუნა და ვინ მოაბრუნა. ვინ ურეკავდა და ეუბნებოდა დაბრუნებულიყო უკან...
ლავრენტი ალანია

პარალელურად, მერიის თხოვნით, მუშაობა შეწყვიტა „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსმა, რომელმაც ორი რეისი მძღოლების პროტესტის ფონზე შეასრულა 17 მარტს. კომპანიამ გაითვალისწინა ზედამხედველობის სამსახურის თხოვნა და არ იმუშავებს, სანამ არ იქნება შესწავლილი მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, თუ რის საფუძველზე დაიწყო ფუნქციონირება ახალ ავტოსადგომზე.

„რაც ჩვენ მოვითხოვეთ საბუთები, შეწყვიტა მოძრაობა. მოიტანენ საბუთებს და გაერკვევა მერია ყველა ამ საკითხში. ამათ კიდევ, თქვენ თვითონ ხედავთ, რა ლოზუნგები აქვთ გამოფენილი. თურმე არ შეიძლება სხვა კომპანიის შემოსვლა და, მე მგონი, კონკურენცია ჩვეულებრივი მოვლენაა განვითარებულ ქვეყნებში. და ახლა ის, რომ აქ თურმე ვიღაცა ვიღაცას ლობირებს, ამ აბსურდულ ბრალდებებზე, დიდი ბოდიში, მაგრამ პასუხის გაცემას არ ვაპირებ “, - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია.

ის 21 მარტს გამართულ აქციაზე საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ „მეტრო ჯორჯიას“ ლობირებაში დაადანაშაულა:

„მივიდა ზედამხედველობის სამსახური კომპანიასთან, რომ დაეჯარიმებინა და თვითონ ნუკრი ესართიას ჰკითხეთ, თუ რატომ მოაბრუნა და ვინ მოაბრუნა. ვინ ურეკავდა და ეუბნებოდა დაბრუნებულიყო უკან“.

მძღოლების პროტესტი ზუგდიდში
მძღოლების პროტესტი ზუგდიდში

21 მარტს მძღოლებმა, მერიის წინ გამართული მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ, კარვის გაშლაც გადაწყვიტეს, თუმცა მათ პოლიციამ ამის უფლება არ მისცა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები იანვრიდან პერმანენტულად მართავენ აქციებს „მეტრო ჯორჯიას“ წინააღმდეგ. 17 მარტს კი, მათი პროტესტის მიუხედავად, კომპანიის ავტობუსმა პირველი რეისი შეასრულა. მაშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 6 მძღოლი დააკავეს. ანალოგიური შედეგით დასრულდა აქცია თებერვალშიც. მათი მოთხოვნით, მაშინ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიასთან“ 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. მძღოლებმა ერთ-ერთ აქციაზე კვერცხები და საღებავები ესროლეს „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებს და მუშაობის უფლება არ მისცეს.

XS
SM
MD
LG