Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27 წელი ათენში - MaiArt-ი და ასრულებული ოცნებები


ღამე, სიზმარშიც ვხედავ ხოლმე ახალ ფორმებს, ახალი ქმნილების მოდელს, ვიღვიძებ და ესკიზს ვაკეთებო. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდებაო, ამბობს მაია სააკაძე ახლა. 

ხუთი წლის წინ, როცა ათენში ვესტუმრეთ და მასზე მოკლე ფილმი გადავიღეთ, გვითხრა, „სამკაული უნდა გამკობდესო“. არ შეუწყვეტია მუშაობა, თუ საქმემ ჩამითრია, შეუსვენებლად შემიძლია მუშაობაო. სამკაული და სილამაზე უყვარს მშვილდოსნობაში საბერძნეთის ჩემპიონს. ეს სიყვარული დაუფასდა და საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიზანი იყო ქალებისთვის დახმარება საკუთარი ბიზნესის ამოქმედებაში, წარმატებას მიაღწია.

გადმოწერა

მაია სააკაძემ ბიზნესგეგმა წარადგინა, აღწერა, რა უნდა შეექმნა, სად, როგორ.

პროექტი მიიღეს, მაიას თანხა გამოუყვეს, გახსნა გალერეა, MaiArt-ი, ადგილი, სადაც მომხმარებელს თავის ნაკეთობებს სთავაზობს, რაც მისი ოცნების აღსრულება იყო. და ყველას მიმართავს, არ დათმოთ ოცნებები, განახორციელეთო.

მაია სააკაძემ პროგრამის „შინ - უცხოეთში“ ავტორს, ოქროპირ რუხაძეს, 2018 წელს უთხრა, რომ როცა ოცნებები აუსრულდებოდა, მაღაზია და გალერეა ექნებოდა, დიდი სურვილი ჰქონდა, იქ გამოეფინა მათი ნამუშევრები, ვინც საბერძნეთში მძიმე შრომას ეწევა, დღე და ღამე მუშაობა უწევს, საზოგადოებასთან კონტაქტი არ აქვს, მაგრამ ხელოვნებას ქმნის, ხელსაქმით არის დაკავებული. დღეს მაია ყველას სთავაზობს, მის გალერეაში ნამუშევრები გამოფინონ.

მაიამ მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის სატელევიზიო შოუ „შოპინგ სტარში“.

"შინ - უცხოეთში": სამკაულში თავს კარგად უნდა ვგრძნობდეთ
please wait

No media source currently available

0:00 0:06:00 0:00

შოუ განსაკუთრებულია იმით, რომ მისი ავტორები არ იწვევენ ერთმანეთს რომ ჰგვანან, იმგვარ მოდელებს, არამედ პირიქით, იქ მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვისაც მოდა და სილამაზე უყვარს, განურჩევლად ზომისა და წონისა. ადრე საბერძნეთის ჩემპიონი მშვილდოსნობაში ამ შოუში მეორე ადგილს დასჯერდა, მაგრამ მოელის ამგვარ კონკურსებში კვლავ მიპატიჟებას.

და მშვილდოსნობა: მაიამ აიღო მშვილდოსნობის მწვრთნელის და მსაჯის სერტიფიკატები და აპირებს დაუბრუნდეს ამ საქმეს, მშვილდს რომ ხელს ვკიდებ, ძალას მაძლევსო.

რა შეიცვალა ამ ხუთი წლის განმავლობაში, რა განსხვავებაა „შინ - უცხოეთში“ მონაწილე ხუთი წლის წინანდელ მაია სააკაძესა და ახლანდელს შორის?

„უბრალოდ უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას ამ წვრილმან-წვრილმანებს, ყველაფერზე ვბრაზდებოდი, ყველაფერი იდეალურად მინდა ყოფილიყო, რაღაც-რაღაცებმა გული მატკინა, რაღაც-რაღაცები, ბოდიში და, დავიკიდე, მართლა ამ იმით... აღარ მაინტერესებს ვიღაცას რაღაცა დავუთმო და იმასაც ვასიამოვნო და მეც რაღაცა გამომივიდეს. ეს აღარ მაინტერესებს. ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც მე მინდა, რაც ჩემს სულს გაუხარდება, აღარ მინდა, ვიღაცამ და რაღაცამ დამაბრკოლოს ჩემს წინსვლაში“...

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG