თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან. 25 პროპორციული პრინციპით აირჩევა, 25 - მაჟორიტარულით. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა 25-ვე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს. 25 წევრის მანდატი კი პროპორციული პრინციპით განაწილდება ოთხ პარტიას შორის. ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.96% მიიღო; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 17.62%; „ევროპულმა საქართველომ“ - 9.19% და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 5.64%.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ექვს საარჩევნო ოლქში გაიმართება მერის არჩევნების მეორე ტური. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში. ყველა ამ საარჩევნო ოლქში პირველ ადგილას “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, რომელთაც 50%-იანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს.