Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 2017

21 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები).

  • მიმდინარეობს ხმების დათვლა.
  • კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა
  • თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა კახა კალაძემ (41) - 51,13%. მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრე ელისაშვილი (42) - 17,49%.
  • ქუთაისის გარდა, სადაც მეორე ტური გაიმართება, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერობის არჩევნებში გაიმარჯვეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.
  • პროპორციულ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (41).
  • მეორე ტური გაიმართება ექვს საარჩევნო ოლქში: ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, მარტვილსა და ოზურგეთში.
  • ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 309 საჩივარი.
02:37 21.10.2017

ამ კვირაში რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან ცუცქირიძე, "მრავალპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის" (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების ფინანსურ რეიტინგზე, რომელიც partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა. იხ. მეტი.

02:42 21.10.2017

მარნეულის სამედიცინო ცენტრ „ჯეო ჰოსპიტალის“ რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ ისევ რჩება სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პირი. კიდევ ორი დაზარალებული საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ინციდენტი 19 ოქტომბრის ღამით მოხდა... იხ. მეტი.

02:47 21.10.2017

რადიო თავისუფლების ვიზუალიზაცია.

02:55 21.10.2017

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში საერთაშორისო თუ ადგილობრივი ათეული ორგანიზაციის ათასობით წარმომადგენელი დააკვირდება. მათ შორის არის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), რომლის შეფასებასაც გადამწყვეტ როლს ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობა. იხ. მეტი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG