Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 2017

21 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები).

  • მიმდინარეობს ხმების დათვლა.
  • კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა
  • თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა კახა კალაძემ (41) - 51,13%. მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრე ელისაშვილი (42) - 17,49%.
  • ქუთაისის გარდა, სადაც მეორე ტური გაიმართება, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერობის არჩევნებში გაიმარჯვეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.
  • პროპორციულ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (41).
  • მეორე ტური გაიმართება ექვს საარჩევნო ოლქში: ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, მარტვილსა და ოზურგეთში.
  • ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 309 საჩივარი.
18:34 21.10.2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის 35-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლის, ელმარ მამედოვის თქმით, ვერ შეძლო ხმის მიცემა რადგან მას საკუთარი სახელი გვარი უკვე გატარებული დახვდა და ვერ შეძლო ხმის მიცემა. 35-ე უბნის თავმჯდომარის, ფახრად მუსაევის განმარტებით, ამომრჩეველმა მოაწერა ხელი, ხოლო ამის შემდეგ თავად განაცხადა უარი ხმის მიცემაზე, აღნიშნულ საკითხზე საჩივარი დაიწერა და საუბნო კომისია მოკვლევას განახორციელებს.

18:36 21.10.2017

ახმეტის მე- 8 საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული.

19:19 21.10.2017

ასპინძაში, დამალის უბანზე, ხმაურია – თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა.

19:28 21.10.2017

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 30 215-მა ამომრჩეველმა, რაც ხმის უფლების მქონე პირთა საერთო რაოდენობის 30,7 პროცენტია. ოლქის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის თქმით, ყველაზე დაბალი აქტიურობა ქალაქ მარნეულში შეინიშნება, სოფლად ამომრჩეველი უფრო აქტიურია. მისივე ცნობით, საოლქო კომისიაში შესულია 21 საჩივარი და შენიშვნა. როგორც ასანიძემ აღნიშნა, "ყველაზე მეტი საჩივარი "სამართლიანმა არჩევნებმა" დაწერა. პრეტენზიები ძირითადად ტექნიკური ხასიათისააო, დასძინა მან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რეგიონულმა წარმომადგენელმა ეკატერინე ფავლენიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საიამ საოლქოში ორი საჩივარი და ოთხი შენიშვნა შეიტანა. ორივე საჩივარი ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე დაიწერა. ერთ შემთხვევაში კომისიის წევრმა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში არ გააკეთა ხელმოწერები. მეორე შემთხვევაში კი კომისიის წევრი, რომელიც ამავე უბანზე აძლევდა ხმას, გამოცხადდა და ხმა მისცა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG