არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის ბრიფინგი, დღის განმავლობაში საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ დარღვევებთან და მოქალაქეების აქტივობასთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლების პროგრამა პირდაპირ ეთერში:
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 - უბნების დახურვამდე და დახურვის შემდეგ".
კაბალის # 35-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქე ელმარ მამედოვმა ხმის მიცემა ვერ შეძლო. მამედოვის მტკიცებით, საკუთარ გრაფაში მას სხვისი ხელმოწერა დახვდა, რის გამოც კომისიის თავმჯდომარემ აღარ მისცა საარჩევნო ბიულეტენის გამოყენების უფლება.
ახალი ტენდენცია არჩევნებზე: ვის აინტერესებს ამომრჩევლის ნომერი?
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, 21 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესში, გამოვლინდა სრულიად ახალი ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა სარეგისტრაციო ნომრებით დაინტერესებას უკავშირდება. მესამე სექტორის ნაწილი ამომრჩევლის ნების კონტროლზე აკეთებს აქცენტს და კანონდარღვევად მიიჩნევს, როცა საარჩევნო უბნებზე უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს, რადგან, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი მათგანის პერსონალური მონაცემების გარკვევა. იხ. მეტი.