ჩართვა ცესკოდან
ვითარება 16:00 საათის მონაცემებით და პატრიოტთა ალიანსის აქცია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს ვიდეოს საბურთალოს საარჩევნო ოლქის მე-6 უბნიდან, სადაც ხმის მისაცემად მისულ მოქალაქეებს სარეგისტრაციო მაგიდასთან ხვდებოდა "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, რომელსაც წვდომა ჰქონდა პერსონალურ მონაცემებთან.
გლდანის საარჩევნო ოლქის 52-ე უბანში პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს აღრიცხავენ უბანზე
15:00 საათის მონაცემებით, მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში 24 ათას 584 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25 პროცენტია. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის, იაკობ ასანიძის განცხადებით, ამ დროისთვის 12 საჩივარია შესული სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან, მათ შორის, ყიზილაჯლოს საარჩევნო 89-ე უბნიდან. მისივე თქმით, დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათისაა, რომელსაც არჩევნების დასრულების შემდეგ განიხილავენ. მისივე თქმით, რამდენიმე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, სოფელ შულავერში მომხდარ ინციდენტთან, ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციას შეხება არ ჰქონიათ. დღეს, ნაშუადღევს, მარნეულის ცენტრში ორი ავტობუსი დადგა, სადაც სამართალდამცველები ისხდნენ. ცოტა ხანში ავტობუსები მოედნიდან გაუჩინარდნენ. - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.