Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - 2017

21 ოქტომბერს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები).

  • მიმდინარეობს ხმების დათვლა.
  • კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა
  • თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვა კახა კალაძემ (41) - 51,13%. მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრე ელისაშვილი (42) - 17,49%.
  • ქუთაისის გარდა, სადაც მეორე ტური გაიმართება, ყველა თვითმმართველი ქალაქის მერობის არჩევნებში გაიმარჯვეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.
  • პროპორციულ არჩევნებში ყველა საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ (41).
  • მეორე ტური გაიმართება ექვს საარჩევნო ოლქში: ქუთაისში, ბორჯომში, ყაზბეგში, ხაშურში, მარტვილსა და ოზურგეთში.
  • ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 309 საჩივარი.
16:44 21.10.2017

გორში "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა პაპიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღია აგიტაციას ეწევიან საარჩევნო უბნებთან და ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობასაც აქვს ადგილი. ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში უპასუხეს. პარტიის წარმომადგენელი მარლენ ნადირაძე არ უარყოფს, რომ საარჩევნო უბნებთან მათი პარტიის წევრები საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახდენენ, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ არის კანონდარღვევა, - გვატყობინებს გოგა აფციაური.

16:47 21.10.2017

ადიგენში სპეცრაზმია მობილიზებული, ამ ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია - "სამხრეთის კარიბჭე".

17:04 21.10.2017

თელავში სამოქალაქო კამპანიის მონაწილეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელზეც ბოლოში ხელით არის მიწერილი ნომერი და სიტყვა „ცხვარი“, რომელიც შემოხაზულია. იხ. მეტი.

17:06 21.10.2017

"ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის ბრიფინგი საარჩევნო მედიაცენტრში

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG