ვაკის საარჩევნო ოლქის 39-ე უბანი
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა თბილისში, მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე. პრეზიდენტმა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ყოველდღიური პრობლემები და საჭიროებები. დღეს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს და უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხს ექნება უფრო მეტი ხმა, ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს მოქალაქეებს თავიანთ უბნებში, სოფლებში, ქალაქებში და აქედან გამომდინარე, შექმნის უკეთეს ყოფას და ყოველდღიურობას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 107-ვე საარჩევნო უბანი 7 საათზე გაიხსნა. მისი განმარტებით, ზოგიერთ უბანზე კომისიის წევრები არ იყვნენ სრულად, თუმცა ამას უბნის გახსნისთვის ხელი არ შეუშლია.
„როგორც წინასაარჩევნო გარემო, არჩევნების დილაც ძალიან მშვიდობიანია. ყველა უბანი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით. ზოგიერთ უბნებზე წევრების ნაკლული რაოდენობაა, ზოგიერთი პარტიიდან დანიშნული კომისიის წევრები არ არიან, თუმცა კომისია უფლებამოსილია 7 წევრის არსებობის შემთხვევაშიც“, - განაცხადა მირანდა მესხმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 107 საარჩევნო უბანია, ამომრჩეველთა რაოდენობა კი 120 ათას 219 ადამიანია. ამას გარდა, ჯამში დარეგისტრირებულია რვა საარჩევნო სუბიექტი და მაჟორიტარობის 125 კანდიდატი.
საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე