საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა თბილისში, საბურთალოს საარჩევნო ოლქის 24-ე უბანზე.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ხმა მისცა თბილისს, სადაც ცხოვრება ყველას ეხალისება, მოწესრიგებულია ურბანული ტრანსპორტი, მწვანე ზონებია იმისათვის, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, მოწესრიგებულია განათლების სისტემა, ძალიან მაღალია ეკონიმიკური დინამიკა და მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება.
21 ოქტომბრის დილის 10 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 6,74% შეადგინა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 10 საათისთვის ქვეყნის რეგიონებს შორის აქტივობა ყველაზე მაღალი, 11,2% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი, 5,8% შიდა ქართლში. კენჭისყრის დაწყებიდან ორ საათში თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 6,3% შეადგინა.
ჩართვა საარჩევნო მედიაცენტრიდან. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის ბრიფინგი
მარნეულში ამ დროისთვის 5 400-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 4,5 პროცენტია, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე მარნეულიდან.