მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის ხუთი საუბნო კომისიიდან შემოსული ხმის დათვლის ოქმების მიხედვით დიდი უპირატესობით იგებენ ქართული ოცნების მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატები. ქართული ოცნება იგებს პროპორციულ არჩევნებშიც, თუმცა აქ სხვაობა შედარებით მცირეა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და მისი გუნდი გამარჯვებას ზეიმობენ.
არჩევნები 2017. რა ხდებოდა უბნებზე?
დაძაბული წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ ამომრჩეველმა დილის 8 საათიდან მიაკითხა საარჩევნო უბნებს სასურველი კანდიდატებისა და პარტიების მხარდასაჭერად. ამ ვიდეოსიუჟეტში ვისაუბრებთ ამომრჩევლის განწყობასა და უბნებზე შექმნილ ვითარებაზე. იხ. მეტი.