რით განსხვავდება ეს არჩევნები მერის წინა არჩევნებისგან?
თბილისის მერის თანამდებობაზე 2017 წლის არჩევნებში 13 კანდიდატი იბრძოდა. როგორც რადიო თავისუფლების ქუჩის გამოკითხვაში გამოიკვეთა, დედაქალაქის მოსახლობას ყველაზე მეტად სწორედ არჩევანის მრავალფეროვნება და მშვიდი გარემო მოეწონა. რა განსხვავებაა მერის წინა არჩევნებისგან და რას ფიქრობს საარჩევნო გარემოზე დედაქალაქის მოსახლეობა? იხ. მეტი.
საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, "ედისონ რისერჩმა" გამოაქვეყნა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ეგზიტპოლის შედეგები. არსებული მონაცემებით, პირველ ადგილზეა 54%-ით "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე, 15% "ნაციონალური მოძრაობის" დედაქალაქის მერობის კანდიდატი "ზაალ უდუმაშვილი, ხოლო 14% დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.
ახალი ტენდენცია არჩევნებზე: ვის აინტერესებს ამომრჩევლის ნომერი?
არასამთავრობო სექტორის შეფასებით, 21 ოქტომბერს, კენჭისყრის პროცესში, გამოვლინდა სრულიად ახალი ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა სარეგისტრაციო ნომრებით დაინტერესებას უკავშირდება. მესამე სექტორის ნაწილი ამომრჩევლის ნების კონტროლზე აკეთებს აქცენტს და კანონდარღვევად მიიჩნევს, როცა საარჩევნო უბნებზე უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღრიცხავენ ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების სარეგისტრაციო ნომრებს, რადგან, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი მათგანის პერსონალური მონაცემების გარკვევა. იხ. მეტი.