ტელეკომპანია „რუსთავი-2- ის“ ბათუმელი კორესპონდენტი თეა ვაშალომიძე მმართველი პარტიის აქტივისტებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს. ჟურნალისტმა ინციდენტისას საპატრულო პოლიცია გამოიძახა: „ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებსა და მსუბუქ ავტომობილებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ სათადარიგო სიებით, რომლებშიც უბანზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ. ამ ფაქტის გადაღებას ვცდილობდით, როდესაც აქტივისტები დაგვიპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ“- ამბობს თეა ვაშალომიძე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.
ამ წუთებში სპეცრაზმით სავსე ავტობუსი მარნეულის პოლიციის შენობასთან მივიდა, ავტომატიანი სამართალდამცველები პოლიციის შენობაში შევიდნენ. ეს შსს სპეცდანიშნულების ძალების მეორე ნაკადია, რომელიც დღის მეორე ნახევარში მარნეულში ჩადის. ადგილობრივი პოლიცია კომენტარს არ აკეთებს
"ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის ბრიფინგი საარჩევნო მედიაცენტრში