გადაცემა „ლიტერატურული წახნაგები“ რუბრიკით Odi et amo („მძულს და მიყვარს“) გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ და ექსტრავაგანტურ წყვილზე, დიდ ფრანგ მწერალსა და ფილოსოფოს ჟან-პოლ სარტრსა და დიდ მწერალსა და ფემინიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელზე, სიმონ დე ბოვუარზე. ამ ორი მოაზროვნის ე.წ. „სასიყვარულო კონტრაქტი“, რომელიც იდეების ერთგულებას ეფუძნებოდა ერთმანეთის თავისუფლებას არაფრით ზღუდავდა, დიდი მითქმა-მოთქმის საგანი იყო წლების განმავლობაში. სინამდვილეში რაა თავისუფლება, ვალდებულება, ერთგულება და პატიოსნება — ამაზეა საუბარი გადაცემაში.
გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი: