Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ გურგენიძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალი თაობის


თინათინ გურგენიძე ურბანისტია, გლდანის მაგალითზე იკვლევს პროცესებს მიკრორაიონის ტიპის დასახლებებში, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის თბილისის არქიტექტურული ბიენალეს თანადამაარსებელი.

ჩვენი შეხვედრისას, ხუთი წლის წინ, როცა „შინ - უცხოეთშის“ ერთი ეპიზოდი გადავიღეთ ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად, თინათინ გურგენიძე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა ბერლინში. ახლაც ბერლინში ცხოვრობს, იქ ჰყავს ოჯახი, მიეჩვია გერმანიის დედაქალაქის გამორჩეულ უბანს - ნოიკიოლნს. თბილისის არქიტექტურულ ბიენალეს ფრთები მოუძლიერდა, გაფართოვდა და უფრო ცნობილი გახდა არა მხოლოდ საქართველოში.

თინათინ გურგენიძე - ურბანისტი
please wait

No media source currently available

0:00 0:36:27 0:00
გადმოწერა

თინათინ გურგენიძის სადოქტორო ნაშრომის თემა გაღრმავდა, მაგრამ ბერლინში აღარ, კარლსრუეში დაიცავს.

საქმე ეხება გარდამავალ პერიოდს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ სისტემის შეცვლის ეტაპს. მისი კვლევის მიზანია შეიქნას ცოდნა არქიტექტურულ-ურბანულ სფეროში, ამ მხრივ ძალიან მწირი ადგილობრივი ცოდნა იქმნებაო, მიამბო თინათინ გურგენიძემ.

ეს შენობებიც, გადაკეთებული და მიშენებული, არქივივითაა და მათი შესწავლაა საჭირო.

მოქალაქე პოსტსაბჭოთა საქართველოში მესაკუთრე გახდა და გაუჩნდა სურვილი, გარდა გაფართოებისა, თავისი ბინა, კერძო საკუთრება, ისე შეეცვალა, როგორც მოსწონდა. ყველა არქიტექტორი იყო, ვინც კი ამ საქმეს ხელს ჰკიდებდა, ყველა თავისი ბინის ინჟინერი იყო.

თბილისში მაღალი საცხოვრებელი შენობების მომრავლების შესახებ ცნობილია, ყველა ხედავს ამას. ისმის კრიტიკა, რადგან შენდება ყველგან, ერთმანეთთან ახლოს, ზოგან ირღვევა წესი, ზოგან არა. ბევრი სახლი დგას, მაგრამ ვიწროა გზა, ქუჩა, რომელიც იქ მიგიყვანთ. ძველმა საბურთალოელებმა გაიხსენეთ, როგორი გამზირები კეთდებოდა სანამ ის ცნობილი მასივები, კვარტლები გაშენდა. ნუთუ კომუნისტური პერიოდის დონის ურბანისტული ცოდნაც აკლია საქართველოს ამ სფეროში?

რა არის მიზეზი ამ უთავბოლო მშენებლობისა, ის რომ თბილისის მოსახლეობას ბინები აკლია?

თიკო გურგენიძის კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია თბილისის არქიტექტურულ ბიენალესთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თვითონ არის. - ბიენალე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და ყოველ ჯერზე ახალ ერთ თემას ამუშავებენ.

თბილისის არქიტექტურული ბიენალე ცნობილი პლატფორმაა არა მხოლოდ საქართველოში.

უგეგმო მშენებლობა, შენების წარმართვა და დაგეგმვა არქიტექტურული ბიენალეს მსგავსმა შეკრებებით შეგროვილმა ცოდნამ უნდა განესაზღვროს, რა უნდა გაკეთდეს უკეთ და როგორ.

ბიენალე ამ ცოდნის წყარო შეიძლება იყოს. რას იძლევა ბიენალე ამ მხრივ, ვინ არის მისი მომხმარებელი უხეშად რომ ვთქვათ, ვინ უნდა წაიკითხოს ბიენალეს შემდეგ გამოცემული წიგნი?

თინათინ გურგენიძე თვლის, რომ არ არის მიზანი, რომ ურბანისტებმა, ბიენალემ, რამე უნდა შეცვალოს. მიზანი უფრო იყო სხვადასხვა სფეროს ადამიანების შეკრება, რომ მათ ესაუბრათ პრობლემებზე. ბიენალეს მსგავსი შეკრებებმა უნდა შექმნას ცოდნა, ხოლო ცვლილებები უნდა მოხდეს ნელა, გააზრებით და ცოდნით.

ეს პლატფორმა პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდებს ვთავაზობთ ალტერნატიულ თავისუფალ, არაკომერციულ ექსპერიმენტულ სივრცეს. პირველ რიგში ფართო საზოგადოება უნდა გაეცნოს პრობლემებს და ახალგაზრდობამ უნდა შეიძინოს ამგვარი შეხვედრებით, ესაა უმნიშვნელოვანესი თინათინ გურგენიძისთვის.

უცხოეთში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ „ამ პატარა ქვეყანას ვერ ვეშვებით,“ ყველაფერს საქართველოს ვუკავშირებ და პატარა ელჩივით გამოვედი იმდენი ვისაუბრე საქართველოზეო, თუმცა ერთი სახლი არ გამაჩნია, ბევრგან შემიძლია ვიცხოვროო," მიამბო თინათინმა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს ახალი თაობის, ისეთი განსხვავებული თაობა მოდის და კიდევ ერთი თაობის გამოცვლა გვჭირდება, რომ შევძლოთ რაღაც, „ახლა ყველაფერი ბეწვზე ჰკიდია, როგორ გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებდით აქამდე“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG