„რას ნიშნავს ტერმინი „ასპირანტი“ საქართველოსთან მიმართებით?“ - ვეკითხები საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რათა თვითნებურმა ინტერპრეტაციამ ან ნატოს ტერმინოლოგიაში ჩემმა გაუწაფაობამ, არ დააკნინოს საქართველოს დაწინაურებული ურთიერთობა ნატოსთან. ვთანხმდებით, რომ ასპირანტი ქვეყანა უნდა გავიგოთ, როგორც ალიანსის წევრობის მოსურნე, გაწევრიანების მაძიებელი ქვეყანა.
კაცმა რომ თქვას, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ აქამდე, აბა რა ვიყავით - ასპირანტობის ასპირანტები? ანდა დეკლარაციის 31-ე მუხლის ეს ჩანაწერი გამაგებინოს ვინმემ და თავს მოვიჭრი: „მადლიერი ვართ პარტნიორების, რომლებიც ნატოს წევრობას ესწრაფვიან (aspire), ნატოს სარდლობით მოქმედ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“
ოღონდ საქართველო ნატოში არ მიიღონ და, გაოცდები, რანაირ ლინგვისტურ ტრიუკებს აღარ იყენებენ ალიანსის მახვილგონიერი „პიარშჩიკები!“
თუ მადლიერი ხარ, მამაცხონებულო, რას აჯანჯლებ?! მომეცი რა, კლუბის წევრის პირადობის მოწმობა! რა, გასული საუკუნის 50-იანი წლების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე უარესი ვარ, თუ 90-იანი წლების ალბანეთზე უფრო არადემოკრატიული?
ეჰ, იყვირე და ივიშვიშე, რამდენიც გინდა. ბოლო-ბოლო, გაწელე-გამოწელე, მაინც „პარტნიორი ქვეყანა" გქვია და კაცმა არ იცის, ნატოს კიდევ რამდენი სამიტი ჩაივლის და რამდენი სადღეგრძელო ითქმება მაღალი დონის „სამუშაო სადილ-ვახშმებზე“, სანამ სანუკვარ ალიანსში მიგვიღებენ...
არადა, საშინლად არ მომწონს ეს „ასპირანტობა“.
უნებურად მახსენდება ჩემი სტუდენტობისდროინდელი, გასული საუკუნის 80-იანი წლების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კათედრები, სადაც მარადიული ასპირანტები მუშაობდნენ ლაბორანტებად, ასისტენტებად და რაღაც კიდევ ასეთ გამოგონილ მუშაკებად. თან მეცნიერებაში იყვნენ და თან არც იყვნენ. ცხოვრობდნენ თავისთვის წყნარად 100-მანეთიან ხელფასზე, ეხმარებოდნენ კათედრების ხელმძღვანელებს საორგანიზაციო საკითების მოწესრიგებაში, დამატებითი შემოსავლისათვის ამზადებდნენ აბიტურიენტებს, შედიოდნენ საგამოცდო კომისიებში და, შესაბამისად, დიდი წონა ჰქონდათ ნაცნობ-მეგობრებსა და მეზობლებში: ასპირანტია, რაც უნდა იყოს, საჭირო კაციაო, - ამბობდნენ მათ დანახვაზე.
ვიცი, ახლა დამიწყებენ დამუნათებას ჩემი კეთილისმყოფელი ანონიმი კომენტატორები. „რა, სკეპტიციზმს ნერგავ?! ამისთვის წახვედი ჩიკაგოში კონგრესის ფულით? შენგან ამას არ მოველოდით!“
მაგრამ ვიდრე ქვას მესვრით, ჩემო კეთილო მსაჯულებო, ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ 2012 წლის მაისის ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია. მერე შეადარეთ ამას 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტის დეკლარაცია. მერე ამ ორ დეკლარაციას, ერთად აღებულს, შეადარეთ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია და, თუ რაიმე დიდ განსხვავებას აღმოაჩენთ, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდგარ, ყველაზე მაღალ ხეზე ჩამომკიდეთ.