Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: „ისლამური სახელმწიფო“ საწვრთნელად იყენებს პანკისის ხეობას


სერგეი ლავროვი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მოსკოვში
სერგეი ლავროვი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე მოსკოვში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიის წარმომადგენლებთან ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს ინფორმაცია, რომ ექსტრემისტული გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ საქართვლოს ტერიტორიას, „პანკისის ხეობას“ იყენებს საწვრთნელად. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოახერხა სირიის და ერაყის დიდი ტერიტორიების დაკავება. დასავლური კოალიცია აშშ-ის მეთაურობით მის მიმართ სამხედრო-საავიაციო ოპერაციას ახორციელებს. სხვათა შორის, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს რუსეთის ავიაციაც.

XS
SM
MD
LG