თითქმის ერთი კვირაა, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს, რისთვისაც 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. სულ, ოფიციალური მონაცემებით, 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 35 000-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, მიმდინარეობს ასევე საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდები. ქუთაისში ორი საგამოცდო ცენტრია განთავსებული. 41–ე საჯარო სკოლაში ყოველდღიურად 32 სექტორი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 62 სექტორი ფუნქციონირებს, თითოეული სექტორი კი 15 აპლიკანტზეა გათვლილი.
მიმდინარე წელს სერტიფიკატის მოსაპოვებლად გამოცდების ჩაბარების საშუალება აქვთ როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური საგნების მასწავლებლებს. ამასთან, წელს პირველად იღებენ ტესტირებაში მონაწილეობას სამუშაო სტაჟის არმქონე პედაგოგები. ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში გამოცდებს აბარებდა როგორც იმერეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმ –ქვემო სვანეთსა და სამეგრელოში მცხოვრები პედაგოგების ნაწილი.
როგორც რადიო თავისუფლებას ტესტირებიდან გამოსულმა პედაგოგებმა უთხრეს, სოფელში პედაგოგებს საგამოცდოდ მომზადება გაუჭირდათ, მაგრამ სერტიფიკატის მოსაპოვებლად მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა მაინც მიიღო და საკუთარი შესაძლებლობები დააფიქსირა.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასა და საგამოცდო გარემოს დადებითად აღწერენ აბიტურიენტები და საგნობრივი გამოცდების სირთულეს სხვადასხვაგვარად აფასებენ.
როგორც ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ივლიანე ნაჭყებიამ განგვიმარტა, გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა 2 და პედაგოგთა 10%-მდე არ ცხადდება. მისივე თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის 8 წლის მანძილზე საზოგადოებას გარკვეული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა და გამოსაცდელები ტესტირებაზე მომზადებულები მიდიან. ერთიანი ეროვნული გამოცდები, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღიურად მიმდინარეობს, დღეში ორ სესიად. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ახლახან გაჟღერებული ინიციატივით, აბიტურიენტთათვის ეს იქნება ამ ფორმით ჩატარებული ბოლო გამოცდები, მომავალი წლიდან კი 8 პლუს 1 ამოქმედდება და მოსწავლეები საატესტატო 8 გამოცდის ჩაბარების შემდეგ მხოლოდ ერთ, ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ.
მიმდინარე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.