ქუთაისის №2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მსჯავრდებულთა ნათესავებისა და ახლობლების ნაკადი არ წყდება. როგორც თავად პატიმართა ახლობლები ამბობენ, რიგგარეშე პაემნები ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, მნახველთა სიმრავლის გამო, მათ რამდენიმესაათიან რიგში ყოფნა უწევთ. სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მსგავსად, შეიცვალა ქუთაისის №2 საპყრობილის ხელმძღვანელი და შიდა პერიმეტრზე ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად პოლიციელები პატრულირებენ. მსჯავრდებულთა ახლობლები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვითარება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პატიმართა ნაწილი შიმშილობს.
სახალხო დამცველის რეგიონალური რწმუნებულის მადონა ბასილაძის ინფორმაციით, პატიმრებმა შიმშილობა გუშინ საღამოს, უფლებადამცველებთან შეხვედრის შემდეგ, შეწყვიტეს. მისივე თქმით, მსჯავრდებულები ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც პატიმართა უფლებებს არღვევდნენ.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი რეზო თოფურია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ იყო შემთხვევები, როცა პატიმართა ახლობლები მსჯავრდებულთა ცემისა და ფიზიკური შეურაცყოფის ფაქტებს ადასტურებდნენ, მაგრამ თავად პატიმრები ინფორმაციას სხვადასხვა მიზეზით უარყოფდნენ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა, ამბობენ, რომ მათდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
პატიმართა მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე სახალხო დამცველმა მონიტორინგის ჯგუფის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ერთად ქუთაისის №2 საპატიმროც არის მოხსენიებული და ნათქვამია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში პატიმართა წამების ტრადიცია უცვლელი რჩება. ქუთაისში მოქმედი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, 10-დღიანი საპროტესტო აქციების „შეაჩერე აქტის“ ფარგლებში, საპყრობილეში შესვლასა და მსჯავრდებულთა მონახულებას ითხოვენ.