Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ყოფილი გუბერნატორის საქმიანობის შეფასება

კაბინეტში ჩაკეტილი, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი, დაპირისპირება რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებთან და საკრებულოს წევრებთან - ასე ახასიათებენ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის, თითქმის სამწლიან მოღვაწეობას.

გუბერნატორის გადადგომას წინ უძღოდა გორის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ვახტანგაშვილის მოთხოვნა გადადგომის შესახებ. გარდა ამისა, კასპის საკრებულოს წევრები ზურაბ რუსიშვილს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვდნენ. გორელების ნაწილმა ყოფილი გუბერნატორის ვინაობა საერთოდ არ იცის, ნაწილი კი ვერ იხსენებს მის მიერ გაკეთებულ საქმეს.

„ახალი პოლიტიკური ცენტრის - ‘გირჩის’“ ხელმძღვანელი გორში, კახა ტოლიაშვილი, პასუხისმგებლობას ყოფილ გუბერნატორს აკისრებს გორში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის გამო. როგორც ცნობილია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრების მიერ უნდობლობაგამოცხადებულმა დეპუტატებმა ნდობა თავისივე გადამყენებლებს გამოუცხადეს. დღეს გორის საკრებულოს ხელმძღვანელები „ქართული პარტიისა“ და ბურჯანაძის „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები არიან.

საზოგადოებრივი გაერთიანება „გორის დარბაზის“ ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი ყურადღებას ყოფილი გუბერნატორის არაკომუნიკაბელურობაზე ამახვილებს. მისი აზრით, ახალი გუბერნატორის შერჩევისას პრემიერ-მინისტრმა აქცენტი, პირველ რიგში, პიროვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარზე უნდა გააკეთოს.

საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ ახალმა გუბერნატორმა წინამორბედის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან.

შიდა ქართლი ახალი გუბერნატორის დანიშვნის მოლოდინშია, მანამდე კი პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობას ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე შეასრულებს, რომელიც ამ თანამდებობაზე მოსვლამდე დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა.

ყოფილი გუბერნატორის საქმიანობის შეფასება კაბინეტში ჩაკეტილი, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი, დაპირისპირება რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებთან და საკრებულოს წევრებთან - ასე ახასიათებენ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ რუსიშვილის, თითქმის სამწლიან მოღვაწეობას. მის გადადგომას წინ უძღოდა გორის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ ვახტანგაშვილის მოთხოვნა გადადგომის შესახებ. გარდა ამისა, კასპის საკრებულოს წევრები ზურაბ რუსიშვილს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვდნენ. გორელების ნაწილმა ყოფილი გუბერნატორის ვინაობა საერთოდ არ იცის, ნაწილი კი ვერ იხსენებს მის მიერ გაკეთებულ საქმეს.

XS
SM
MD
LG