როგორია აფხაზეთის ომთან დაკავშირებული ქართული და აფხაზური ნარატივი და როგორ აისახა ისინი დოკუმენტურ თუ მხატვრულ კინოში. საჭიროა თუ არა რეჟისორი დასცილდეს ომს დროში, რომ შექმნას ობიექტური კინო, ან შეიძლება კი კინო იყოს ობიექტური? რამდენად მნიშვნელოვანია კინოს, როგორც ყველასთვის გასაგები ენის, გამოყენება ახალი საურთიერთო სივრცის გასაჩენად - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები: ნანა ჯანელიძე - რეჟისორი; ანუნა ბუკია - დოკუმენტალისტი, რეჟისორი. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში.