1991 წელს თბილისის სასტუმროში, რომელსაც იმჟამად ”ივერია” ერქვა, ორი უცხოელი მისიონერი დასახლდა. თეოლოგთა კონფერენციაში მონაწილეობისთვის კიევში ჩასვლამდე კანადელმა და ამერიკელმა მისიონერებმა რამდენიმე დღით საქართველოში სტუმრობა გადაწყვიტეს. ერთი წლით ადრე, კანადაში გასტროლისას, ანსამბლ ”რუსთავის” წევრებს დაუმეგობრდა მღვდელი ჯერი შერმანი. მის სხვა ქართველ მეგობრებს შორის უკვე იყვნენ კინორეჟისორი სოსო ჩხაიძე და ანსამბლ ”ივერიის” წევრები. ჯერი შერმანის გაცნობიდან ერთი წლის შემდეგ თბილისში მომხდარ ამბავს ასე იხსენებს ანსამბლ ”რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი: ”ფილარომონიაში ვზივართ ჯემალ ბაღაშვილი და მე დირექტორთან, დორიან კიტიასთან, და მომავალი კონცერტის შესახებ ვსაუბრობთ. მოვიდა მდივანი და მითხრა, თქვენ გკითხულობენო. გაიღო კარი და შემოვიდა ეს ჩვენი მეგობარი კანადელი მღვდელი. თან პატარა ტანის კაცი ახლავს. გაიცანით, ეს გახლავთ ასტრონავტი ჯეიმს ირვინიო.”
ჯეიმს ირვინი იყო ერთ-ერთი იმ 12 ამერიკელ ასტრონავტს შორის, რომლებმაც მთვარეზე იმოგზაურეს. კოსმოსური ხომალდის ”აპოლონ 15”-ის ეკიპაჟის წევრები ჯეიმს ირვინი და დევიდ სკოტი მთვარეზე 1971 წლის ივლისში დაეშვნენ. იქ თითქმის 67 საათი დაჰყვეს და დედამიწაზე ჩამოიტანეს მთვარის 77 კილოგრამი გრუნტი, რომელსაც სპეციალისტებმა პროგრამა ”აპოლონის” უმდიდრესი მონაპოვარი უწოდეს, თავად მისიას კი, სამეცნიერო თვალსაზრისით, ბრწყინვალე. მთვარეზე მოგზაურობიდან 20 წლის შემდეგ ჯეიმს ირვინმა 3 დღით საქართველოში იმოგზაურა. თუმცა არა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან მისი სტუმრობა საკმაოდ რთულ 1991 წელს დაემთხვა. ანზორ ერქომაიშვილი იხსენებს, რომ ქართველი მასპინძლები, რომელთა შორის ჯემალ ბაღაშვილი და თემურ წიკლაურიც იყვნენ, გარკვეული სირთულეების გამო, სტუმრების მიმართ აღფრთოვანების გარდა, უხერხულობასაც გრძნობდნენ. ”მძიმე პერიოდი და არეულობა იყო იმ დროს საქართველოში. თუმცა იმ დღეს იყო ”მართვეს” კონცერტი ”არტოს ბაღში” და სტუმრად გვყავდა ვიქტორ ხომერიკი პარიზიდან. ჯერი შერმანი და ჯეიმს ირვინიც დავპატიჟეთ. გავაცანით ბავშვებს, რომ ეს გახლავთ ასტრონავტი, რომელმაც მთვარეზე იმოგზაურა. ბავშვებს ძალიან გაუკვირდათ და გაეხარდათ. მერე ჯეიმს ირვინმა ამოიღო დიდი კვერცხისოდენა თეთრი ქვა, ბავშვებს აჩვენა და უთხრა, ეს მთვარიდან მაქვს ჩამოტანილიო”, - უამბო ანზორ ერქომაიშვილმა რადიო თავისუფლებას.
მთვარიდან ჩამოტანილი უცნაური თეთრი ქვის ისტორიას 1986 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ”აპოლონ 15-ის” კოსმოსურ მისიას ეძღვნება, თავად ჯეიმს ირვინი ასე ჰყვებოდა: ”ჩვენ ჩამოვიტანეთ დიდი საგანძური, მთვარის ქვების უფრო დიდი კოლექცია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მისიამ. ეს იმიტომ, რომ განსაკუთრებულ ადგილას დავეშვით და იქაური მთა გამოვიკვლიეთ. აღმოვაჩინეთ თეთრი ქვაც. ვიპოვნეთ თუ არა, მას დაბადების ქვა დაარქვეს. საოცარია, რომ ის იდო ქვების ერთგვარ პიედესტალზე და თითქმის არ იყო დამტვერილი. თითქოს ამბობდა, ამიყვანე, აქ ვარო! თითქოს ღმერთის ხელი ერია! საოცრება იყო!”
დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ამერიკელი ასტრონავტი მთვარეზე მოგზაურობის დეტალებს ჰყვება, მისიის შესრულებიდან ერთი წლის შემდეგ ჯეიმს ირვინის მიერ დაარსებული მისიონერული ორგანიზაციის High Flight Foundation-ის ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე მოვიძიე. დადასტურებული არ არის, მაგრამ, შესაძლოა, სწორედ ეს დოკუმენტური ფილმი ჰქონდა თან ამერიკელ ასტრონავტს საქართველოში სტუმრობისას. ჯეიმს ირვინმა მასპინძლებს შესთავაზა, რომ თუ ტელევიზია ფილმით დაინტერესდებოდა, საქართველოში მის ჩვენებას სიამოვნებით დასთანხმდებოდა. ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, რომ იმჟამად ტელევიზიით ძირითადად მულტფილმებს უჩვენებდნენ, შენობას კი შეიარაღებული ადამიანები იცავდნენ. და იხსენებს: ”მე და ჯემალ ბაღაშვილი მივედით სათხოვნელად. ამაზე კარგს რას აჩვენებდი, როგორ დაჯდა ჯეიმს ირვინი მთვარეზე და მთელი ეს პროცესი იყო აღბეჭდილი ფირზე. გვითხრეს, ტელევიზიის თავმჯდომარე დაკავებულიაო. ჩვენ ვუთხარით, რომ დაველოდებოდით. ეს შეიარაღებული ხალხი შევიდა, ცოტა ხანში გამოვიდნენ და ძალიან უხეშად გვითხრეს, თავმჯდომარეს თქვენთვის არ სცალია და რომ ვუთხარით რაშიც არის საქმე, რა დროს ეგ არისო.”
მასპინძლებს ამერიკელი ასტრონავტისთვის ტელევიზიაში მიღებული ეს პასუხი არ გაუმხელიათ და რაღაც სხვა მოიმიზეზეს. თავად მასპინძლებს პირადად ჯეიმს ირვინი უამბობდა თავისი ცხოვრების და მთვარეზე მოგზაურობის ამბავს. მომავალი ასტრონავტი 4 წლის ასაკიდან ირწმუნებოდა, რომ მთვარეზე აუცილებლად გაფრინდებოდა. წლების შემდეგ კოსმოსური მისიისთვის შერჩეულ კანდიდატებს შორის მართლაც აღმოჩნდა, მაგრამ ერთ-ერთი წვრთნისას მიღებული უმძიმესი ტრავმის გამო ექიმებმა გამოჯანმრთელების იმედი გადაუწურეს. ამერიკელმა ასტრონავტმა ქართველ მასპინძლებს უამბო იმ იდუმალი ხმის შესახებაც, რომელიც კლინიკაში გაუნძრევლად მწოლიარეს პერიოდულად ჩაესმოდა და ურჩევდა, ელოცა და ევარჯიშა. როგორც ჯეიმს ირვინი ჰყვებოდა, სწორედ ასე მოიქცა. ერთი წლის შემდეგ ექიმების გასაოცრად გამოჯანმრთელდა და 1971 წელს დევიდ სკოტთან ერთად მთვარისკენ გაემგზავრა. ანზორ ერქომაიშვილი ერთ-ერთია ამერიკელი ასტრონავტის ქართველ მასპინძლებს შორის, რომლებიც პირადად ჯეიმს ირვინისგან ისმენდნენ მთვარის აღწერას, იქ მუშაობის, მათ შორის ექსტრემალური პირობების დეტალებს და საოცარ შთაბეჭდილებებს.
”საღამოს ერთად დავდიოდით ძველი თბილისის ქუჩებში. თან ამ ამბებს გვიყვებოდა და თან სავსე მთვარეზე გვიჩვენებდა დაახლოებით იმ წერტილს, სადაც მისი ხომალდი იჯდა. ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. თითქოს, რაღაც მისტიკა იყო, რომ ეს კაცი ჩვენთად ერთად იდგა და ყველაფერს ასე გვიხსნიდა და გვიჩვენებდა”, - იხსენებს ანზორ ერქომაიშვილი. მან რადიო თავისუფლებას ისიც უამბო, რომ ჯეიმს ირვინი მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს მიირთმევდა და დილით ფეხით გადიოდა მანძილს სასტუმრო ”ივერიიდან” თბილისის ფუნიკულიორამდე და პირიქით. ქართველმა მასპინძლებმა, თბილისის გარდა, მაშინ სტუმრებისთვის მხოლოდ მცხეთის ჩვენება შეძლეს. კიევში გამგზავრებამდე ჯეიმს ირვინმა მასპინძლები აშშ-ში მიიწვია. თუმცა მათი შეხვედრა ბოლო აღმოჩნდა. იმავე 1991 წელს ამერიკელი ასტრონავტი გულის შეტევით გარდაიცვალა. მის ქართველ მასპინძლებს კი, როგორც თავად ამბობენ, სამახსოვროდ ჯეიმს ირვინთან გადაღებული ფოტოები და მისი არაჩვეულებრივი ნაამბობი დარჩათ.

ჩვენ ჩამოვიტანეთ დიდი საგანძური, მთვარის ქვების უფრო დიდი კოლექცია, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მისიამ